logo_geo
ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება
- +

11 ივლისი. 2018. 23:51

 

 

 

თით­ქმის ყო­ველ წე­ლი­წადს, გომ­ბორ­ზე მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შესა­ხებ გვეს­მის. წელ­საც, გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე, რამ­დე­ნი­მე მძი­მე ავა­რია მოხ­და: საწვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და დაახლო­ე­ბით 30 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ექ­სკურ­სი­ის ავ­ტო­ბუ­სი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი მგზავ­რობ­დნენ, ხევ­ში გადა­ვარ­და და 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მომ­ხდა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის შემ­დეგ, გომ­ბო­რის გზა­ზე ბე­ლო­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბის ავ­ტო­ბუ­სი გა­დაბ­რუნ­და და 8 ადა­მი­ა­ნი დაშავდა.

 

 

რა ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად გზის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ხში­რი ავა­რი­ე­ბის მი­ზე­ზი და რო­გორ შეიძლე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE საგ­ზაო უსაფრთხო­ე­ბის სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა.

 

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით მესხიშვილი მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ გომ­ბო­რი პრობ­ლე­მუ­რი მო­ნაკ­ვე­თია, რომ­ლის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლა უნდა მოხ­დეს. დავით მეს­ხიშ­ვი­ლის ვა­რა­უ­დით, მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, შე­საძ­ლოა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა იყოს.

 

ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უნდა მო­­წყოს ისე, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლს არ იწვევდეს. ამ ად­გილს უნდა და­ერ­ქვასშავი წერ­ტი­ლი“, რად­გან აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე არა­ერ­თი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა. დე­და­ქა­ლაქ­შიც გვაქვს ასე­თი ად­გი­ლე­ბი, ასე რომ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გვსმე­ნია, რომ მა­გა­ლი­თად, გარკვე­­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­­ბით მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცილება შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შსს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია ყვე­ლა­ზე უფრო პრობ­ლე­მა­ტუ­რი და ამ შემ­თხვე­ვა­ში და­­წყე­ბა პრე­ვენ­ცი­­ლი ღო­ნის­ძი­­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა - გან­მარ­ტა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი