logo_geo
მარიამ როინიშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, „ოქროს შუალედის“ დაცვა აუცილებელია!
- +

12 ივლისი. 2018. 23:35

 

 

ბილწსიტყვაობა და უცენზურო სიტყვების მოსმენა არავის მოსწონს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უსიამოვნო მოვლენა ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ბევრს ჰგონია, რომ ბილწსიტყვაობა მხოლოდ ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ეს ცოდვა ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. ცნობილია, რომ ძველ რომსა და ელადაში შენობების კედლებზე წერდნენ უწმაწურ სიტყვებს და ეს მოსახლეობის წუხილს იწვევდა. ძველი აღთქმის რჯულით, თუ შვილი ძვირს ეტყოდა დედას ან მამას, მას მოწმეთა თანდასწრებით ქვებით ჩაქოლვა ელოდა.

 

სხვათა შორის, ასეთივე ხვედრს იზიარებდნენ მეძავები და მრუშები. ბილწსიტყვაობის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო და არის მართლმადიდებლური რელიგიაც: „უმჯობესია, სიმყრალე ამოგდიოდეს პირიდან, ვიდრე ბოროტი სიტყვა“, - წერდა წმინდა იოანე ოქროპირი...

 

თანამედროვე საქართველოში ბილწსიტყვაობა უკვე აღარავის უკვირს: გინება ისმის ქუჩაში, გინების ხმა გამოდის ოჯახებიდან, იგინებიან ქალები და თინეიჯერი გოგონებიც კი... ბოლო ხანებში, უწმაწური სიტყვები ქართული სატელევიზიო არხების „სავიზიტო ბარათადაც“ იქცა. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ერთგვარი შეზღუდვა, აკრძალვა, რომელიც ტელეეთერიდან უცენზურო სიტყვებს „გააქრობს“. ჟურნალი „გზა" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიასა და კამერებთან შეხება ხშირად უწევთ.

 

 

მარიამ როინიშვილი, მომღერალი:

 

„ერთია, როცა გინება და უცენზურო სიტყვები ქუჩაში გესმის და მეორე - ეკრანზე, ტოქშოუში ან გადაცემაში. ჩემი სურვილია, ასეთი სიტყვები ტელეეკრანიდან ნაკლებად ისმოდეს, მაგრამ თუ პერსონაჟს და როლს ასე სჭირდება, ამ შემთხვევაში სცენარისტმა, მსახიობმა და რეჟისორმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა დოზით და როგორ გამოიყენონ უცენზურო სიტყვები. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მსახიობი კი არ იგინება, ეს მისი პერსონაჟი ბილწსიტყვაობს. ნებისმიერ შემთხვევაში, „ოქროს შუალედის“ დაცვა აქაც ისევე აუცილებელია, როგორც ყველაფერში.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი