logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ძალიან მაღალი ინტელექტუალური რესურსია
- +

6 იანვარი. 2017. 16:14



„საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის ძალიან მაღალი ინტელექტუალური რესურსი", - ეს კომენტარი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალმა გენდირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ „მოამბის" ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც სამეურვეო საბჭომ მას ნდობა გამოუცხადა.


მისი თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში" ძირეული ცვლილებები არ მოხდება.


„ჩემი ძირითადი საყრდენი, რასაკვირველია, ადგილობრივი კადრები იქნება, რაღაც გარკვეული ცვლილებები მოხდა, ეს ბუნებრივი ამბავია. „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოველთვის გახნილი უნდა იყოს იმ კადრებისთვის, რომელიც ჩვენ დაგჭრდება", - განაცხადა მაღლაფერიძემ.


კითხვაზე თუ რას უპასუხებდა იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც მის დირექტორად დანიშვნას ნეგატიურად უყურებდნენ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ პასუხი მხოლოდ ქმედითი ნაბიჯებია.

 

„პოლემიკაში შესვლა არაფერს გვაძლევს, მხოლოდ ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება ამ სკეპტიკოსების პასუხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯებს წარმატებით გადავდგამთ", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


 

big_banner
არქივი