logo_geo
რა წერია წერილში, რომელიც ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს გამოუგზავნეს
- +

13 ივლისი. 2018. 19:19

 

მარნეულელებმა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს. 12 ივლისს მარნეულში, სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.

 

მარნეულელები რაიან და ლორა სმიტებს თბილ, გულისხმიერ და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მარნეულში ცხოვრების პერიოდში ისინი ყველას ეხმარებოდნენ.

 

სმიტების ოჯახის ახლო მეგობარმა, მაიკმა სამოქალაქო სამძიმარზე შეკრებილებს რაიანის მშობლების წერილიც წაუკითხა.

 

რადიო „მარნეული“ წერილის შინაარსს ავრცელებს:

 

„მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ კაილები, როგორც აზერბაიჯენელი, მარნეულში ისე აღეზარდათ.

 

ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ახლა ისინი სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვაპირებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ - რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა - ლინი და ბაირონი“, - ნათქვამია წერილში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი