logo_geo
თამბაქოს მოწევა შეიძლება ღია სივრცეშიც აიკრძალოს
- +

17 ივლისი. 2018. 03:36

 

 

თამბაქოს კონტროლის ალიანსი  ითხოვს ღია სივრცეში მოწევა მხოლოდ  სპეციალურ ადგილებზე იყოს დაშვებული. ამ ინიციატივით ალიანსმა უკვე მიმართა საქართველო პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით. ახალი ინიციატივის მიხედვით,  დაწესებულებების ტერიტორიაზე, ღია ადგილებზე მოწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისთვის სპეციალურად დადგენილ ადგილებზე.

 

„მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ როგორ არიან მომზადებული შესაბამისი სამსახურები მოქალაქის ინფორმირებისთვის, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ მონიტორინგის შედეგად ვნახეთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც დიდია ამ საკითხში. კანონი მუშაობს და ადამიანები მას იცავენ. პირველი თვის განმავლობაში სულ 100-მდე ჯარიმა იყო. 6 თვის მანძილზე ის თანდათან სოციალურ მოთხოვნად იქცევა.

 

თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო. ამიტომ კომიტეტი იმსჯელებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი