logo_geo
გელა ზედელაშვილი: ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ქართველებისთვის ლამაზი ქალი „ძროხად“ გადაიქცა!
- +

18 ივლისი. 2018. 01:18

 

 

ტფუი, შენიო... გაისმა ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ დიდად განსწავლულ ქართულ საზოგადოებაში ხორვატიის პრეზიდენტის მიმართ!

 

ტფუი, თქვენიო... გაისმა მას შემდეგ, რაც ხორვატმა ფეხბურთელებმა ვერცხლის მედლების მიღებისას ვლადიმერ პუტინს ხელი ჩამოართვეს!

 

მანამდე გმირი ქალი იყო ხორვატიის პრეზიდენტი... დიახ, გმირი, კდემამოსილი მეთაური და თავდადებული პიროვნება. მანამდე გადაირია მთელი საქართველო, ნახეთ, როგორ ეხუტება თავისი ქვეყნის ნაკრების წევრებსო, რუსეთში საერთო თვითმფრინავით ჩაფრინდა, თანაც ეკონომკლასითო!

 

ხორვატი ფეხბურთელებიც გმირები იყვნენ, სანამ პუტინს გაუწვდიდნენ ხელს. ამის მერე დაიწყო ლაი-ლაი: ჰო, ნუ, კარგად კი ითამაშეს ჩვენოდენა ქვეყნის წარმომადგენლებმა, მაგრამ ფრანგული კლასი სულ სხვა რამეაო, რესურსი არ ეყოთო, ეგრეც უნდა ყოფილიყოვო!

 

მოკლედ, პუტინმა კაი გვარიანად გაუხუნა ლილა პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კატაროვიჩს საქართველოში, თუ მანამდე ლამის წმინდანად შერაცხეს, შემდეგ ის ძროხად გადაიქცა, რომელსაც სხეულის არც ერთი ნაწილი და სახის არც ერთი ნაკვთი არ უვარგა, თავიდან ბოლომდე მახინჯია!

 

ფეხბურთელებიც თამაშობენ, ისე რა, ფინალშიც შემთხვევით გავიდნენ და მსოფლიო ჩემპიონები რომ გამხდარიყვნენ, მეტისმეტი იქნებოდა!

 

არავინ აღმოჩნდა საქართველოში ისეთი, რომელიც იტყოდა: ვისაც როგორ აწყობს, ვისაც რა ინტერესები აქვს, ისე იქცევა, მოდით, საკუთარ ქვეყანას მივხედოთო. არა, უცებ დაიწყო ხორვატების "დაბომბვა", თურმე ისტორიულად ღალატი ახასიათებთ, მათ მოუწყეს სერბებს გენოციდი, სულ პუტინის მონები და ცეერუს აგენტები არიან!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი