logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ყველაზე მომხიბვლელი ქალი ჩემთვის ჩემი მეუღლეა...
- +

20 ივლისი. 2018. 00:37

 

 

ქალის სილამაზის სტანდარტები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და ყველა ქვეყანაში განსხვავებული იყო. დღესაც, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები ქალის მომხიბვლელობას სხვადასხვა ნიშნით აფასებენ: ცნობილია, რომ ფრანგებს ნატურალური სილამაზე მოსწონთ - მათი აზრით, რაც უფრო ნაკლებია მაკიაჟი, მით უფრო მიმზიდველია ქალი. სამხრეთ კორეაში სილამაზის ეტალონად ძალიან თეთრი, ფერმკრთალი კანი და დიდი, მრგვალი თვალებია მიჩნეული. ამის გამო კორეელი ქალები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს, რათა თვალის ჭრილი გაიფართოონ. ტაილანდშიც ღია ფერის კანის მქონე გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას - იქ თეთრი კანი სიმდიდრისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშნად ითვლება. მთელი სამყარო გახდომას ცდილობს, შორეულ მავრიტანიაში კი, სილამაზის იდეალად სავსე, ფუმფულა გოგონებია მიჩნეული და მავრიტანიელი ქალებიც ცდილობენ წონაში მოიმატონ...

 

ჩვენ დავინტერესდით, ვის მიიჩნევენ სილამაზის ეტალონად და ყველაზე მომხიბვლელ ქალად პოპულარული ქართველი მამაკაცები.

 

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: „საერთოდ, ქალები ძალიან მომხიბვლელი არსებები ხართ. რომ დაუკვირდე, ყველა ქალში არის რაღაც ლამაზი, გამორჩეული და განსაკუთრებული. ამიტომ, ვინმეს გამოყოფა და გამორჩევა ძალიან მიჭირს. ბევრი მომხიბვლელი ქალი ვიცი, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს შორის. ისე კი, გამოგიტყდებით: ყველაზე მომხიბვლელი ქალი ჩემთვის ჩემი მეუღლეა, რომელიც ადრეც ძალიან ლამაზი იყო და თავის ხიბლს დღესაც ინარჩუნებს.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი