logo_geo
დავით სერგეენკო: უხარისხოდ და სტანდარტის შეუსაბამოდ წარმოებული სათამაშოები უდიდესი პრობლემაა
- +

20 ივლისი. 2018. 03:08

 

 

 

„საქართველოში უკვე აკრძალულია ტყვიის შემცველი საწვავის შემოტანა, მაგრამ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს საღებავებსა და მოსაპირკეთებელ მასალებზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„პოტენციურად, უდიდესი პრობლემაა ასევე, უხარისხოდ და სტანდარტის შეუსაბამოდ წარმოებული სათამაშოები“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოჰყვება საყოველთაო კვლევას, რომელსაც UNICEF-ი სექტემბერში იწყებს, რათა დადგინდეს, ქვეყნის მასშტაბით ბავშვების რა ნაწილს აქვს სისხლში ტყვია და იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით რაიმე პროგრამის ამოქმედება, სერგეენკომ განაცხადა, რომ გუშინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც ამ დარგის პირველი პირები იყვნენ ჩამოსული, რომლებთან ერთადაც სტრატეგია გაიწერა, ასეთ შემთხვევაში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

 

„პირველი ნაბიჯი საწყისი სურათის შესწავლა იქნება და ამას მოჰყვება ის, რომ სადაც მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდება, სპეციალურად მომზადებული სპეციალისტები ინტერვიუს, ნიმუშების აღებას და რისკების იდენტიფიცირებას ადგილზე ჩაატარებენ. ამით მთლიან სურათს შევკრავთ და რამდენიმე თვეში, მას სამოქმედო გეგმად გადავაქცევთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

big_banner
არქივი