logo_geo
ხვიჩა მაღლაკელიძე: იდეალურ ქალად სესილია თაყაიშვილი ვაღიარე...
- +

20 ივლისი. 2018. 03:34

 

 

ქალის სილამაზის სტანდარტები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და ყველა ქვეყანაში განსხვავებული იყო. დღესაც, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები ქალის მომხიბვლელობას სხვადასხვა ნიშნით აფასებენ: ცნობილია, რომ ფრანგებს ნატურალური სილამაზე მოსწონთ - მათი აზრით, რაც უფრო ნაკლებია მაკიაჟი, მით უფრო მიმზიდველია ქალი. სამხრეთ კორეაში სილამაზის ეტალონად ძალიან თეთრი, ფერმკრთალი კანი და დიდი, მრგვალი თვალებია მიჩნეული. ამის გამო კორეელი ქალები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს, რათა თვალის ჭრილი გაიფართოონ. ტაილანდშიც ღია ფერის კანის მქონე გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას - იქ თეთრი კანი სიმდიდრისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშნად ითვლება. მთელი სამყარო გახდომას ცდილობს, შორეულ მავრიტანიაში კი, სილამაზის იდეალად სავსე, ფუმფულა გოგონებია მიჩნეული და მავრიტანიელი ქალებიც ცდილობენ წონაში მოიმატონ...

 

ჩვენ დავინტერესდით, ვის მიიჩნევენ სილამაზის ეტალონად და ყველაზე მომხიბვლელ ქალად პოპულარული ქართველი მამაკაცები.

 

ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი: „ჩემი ბავშვობიდან დავიწყებ, როცა ცნობილი მხატვრის - ივან კრამსკოის ნახატი - „უცნობი ქალი“ მომწონდა, ამ ქალზე ვგიჟდებოდი. დრო რომ გავიდა, იდეალურ ქალად სესილია თაყაიშვილი ვაღიარე, რომელიც ახალგაზრდობაშიც არაჩვეულებრივი იყო, მერე კი, ბებიის როლში - საერთოდ საოცრება. მე აქ არ ვლაპარაკობ მხოლოდ გარეგნობაზე - ქალის მომხიბვლელობა მის შინაგან ბუნებასა და კეთილშობილებაშია. რაღაც ასაკში კაცს შეიძლება, სამანტა ფოქსიც მოგეწონოს, მაგრამ ნამდვილი ქალის ხიბლი სულ სხვაა. ძალიან მიყვარდა და მომწონდა სოფიკო ჭიაურელი; ყველაზე ლამაზი, უნიჭიერესი და უმშვენიერესი - ნანი ბრეგვაძე. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრ ტუჩებდაბერილ, გადატყლარჭულ და გადაღებილ ქალს ვიცნობთ, მაგრამ მე ამას სილამაზეს ვერ დავარქმევდი. ჩემთვის ქალის სილამაზე სულ სხვა კრიტერიუმებით იზომება.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი