logo_geo
ნუგზარ ერგემლიძე: გარეგნული სილამაზე ერთია და სიყვარული - სულ სხვა რამ...
- +

20 ივლისი. 2018. 04:03

 

 

ქალის სილამაზის სტანდარტები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და ყველა ქვეყანაში განსხვავებული იყო. დღესაც, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები ქალის მომხიბვლელობას სხვადასხვა ნიშნით აფასებენ: ცნობილია, რომ ფრანგებს ნატურალური სილამაზე მოსწონთ - მათი აზრით, რაც უფრო ნაკლებია მაკიაჟი, მით უფრო მიმზიდველია ქალი. სამხრეთ კორეაში სილამაზის ეტალონად ძალიან თეთრი, ფერმკრთალი კანი და დიდი, მრგვალი თვალებია მიჩნეული. ამის გამო კორეელი ქალები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს, რათა თვალის ჭრილი გაიფართოონ. ტაილანდშიც ღია ფერის კანის მქონე გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას - იქ თეთრი კანი სიმდიდრისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშნად ითვლება. მთელი სამყარო გახდომას ცდილობს, შორეულ მავრიტანიაში კი, სილამაზის იდეალად სავსე, ფუმფულა გოგონებია მიჩნეული და მავრიტანიელი ქალებიც ცდილობენ წონაში მოიმატონ...

 

ჩვენ დავინტერესდით, ვის მიიჩნევენ სილამაზის ეტალონად და ყველაზე მომხიბვლელ ქალად პოპულარული ქართველი მამაკაცები.

 

ნუგზარ ერგემლიძე, მომღერალი: „ჩემს ახალგაზრდობაში მოდაში იყო და მეც ძალიან მომწონდა კლაუდია კარდინალე. საქართველოში კი - ლია ელიავასა და სოფიკო ჭიაურელს ჰქონდათ განსაკუთრებული შარმი და ხიბლი. ჩემს თაობაში კიდევ იყვნენ ლამაზი ქალები, რომლებსაც თავისებური, გამორჩეული სილამაზე ჰქონდათ. ლიკა ქავჟარაძე არაჩვეულებრივად ლამაზი გახლდათ, თანამედროვე მსახიობებს შორის კი ნინო გაჩეჩილაძეს გამოვყოფდი, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობს და ძალიან მომხიბვლელია. ისე, გარეგნული სილამაზე ერთია და სიყვარული - სულ სხვა რამ. სიყვარული არანაირ სტანდარტებს არ ემორჩილება და არ გამოვრიცხავ, რომ ვინც გიყვარს, სულაც არ იყოს იდეალური გარეგნობის.“

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი