logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში
- +

20 ივლისი. 2018. 11:58

 

 

„ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ სიმართლეში, რომელიც მე გამაჩნია“, - ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში, ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 

„ჩემს გადაცდომებთან დაკავშირებით მე ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მოვისმინე და საზოგადოებას ვპირდები, რომ ვერც მოვისმენ. მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, სრულად აგებს პასუხს, თუ ექნება რამე გადაცდომა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ სიმართლეში, რომელიც მე გამაჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი