logo_geo
ნარგიზა „ნატვრის ხიდან“ - როგორ გამოიყურება დღეს ქართული კინოს ყველაზე მაცდური ქალი?
- +

21 ივლისი. 2018. 01:22

 

 

ყველას ახსოვს ეს მშვენიერი ქალბატონი თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხიდან". ნარგიზა - მაცდური ქალი, რომელიც ფილმის გმირებს აგიჟებს,  ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის.

 

როლს ცნობილი ოსი მსახიობი თემინა ტუაევა ასრულებს. თემინა წლების განმავლობაში ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში მოღვაწეობდა. ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს, პროდიუსერი და რეჟისორია, ძირითადად დოკუმენტურ კინოში მოღვაწეობს, აქვს არტ-სტუდია, რომლის დირექტორიცაა.

 

თემინა ტუაევა 1945 წლის 16 სექტემებერს, იმჟამინდელ ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) ოსი დრამატურგის დავით ტუაევას ოჯახში დაიბადა.

 

ამჟამად 72 წლისაა, კვლავ აქტიური და საქმიანი ცხოვრებით ცხოვრობს. რეჟისორი ქმარი და ორი ქალიშვილი ჰყავს, ვერონიკა და ალანა ბზაროვები, რომლებიც ასევე პროდიუსერობენ და ოსური კინოს განვითარებას უწყობენ ხელს. ალანა მოდელობს კიდეც, შეიძლება ითქვას, რომ დედის სილამაზე მას ნამდვილად ერგო მემკვიდრეობით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი