logo_geo
„გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან ის დიდი ხანია, რუსეთის პრეზიდენტია!“
- +

23 ივლისი. 2018. 15:18

 

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით სტატიაში - „ცხრა პარტიის ვაშაძე-ანანიაშვილისა“ წერს.

 

ჟურნალისტი ვაშაძის დოსიეს აქვეყნებს:

 

„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაშაძე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც იმთავითვე კაგებესა“ და „გრუს“ საკურატორო სფეროს წარმოადგენდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა განაგრძო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1988 წლიდან გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში წამყვან თანამდებობაზეა. იმავე წელს მან მუშაობა განაგრძო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატომური შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში, რომელიც პირდაპირი ხაზით „კაგებესთან“ და „გრუსთან“ იყო მიერთებული.

 

1988-1990 წლებში, როცა რუსი სალდაფონები ქართველი გოგო-ბიჭების გვამებზე დაჯირითობდნენ, გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა, რომელიც „კაგებესა“ და „გრუს“ ჩვეულებრივ დანაყოფს წარმოადგენდა, ხოლო 90-იანი წლების პირველ ნახევარში ვაშაძე შვეიცარიაში საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ მისიაში მრჩევლის სტატუსით მუშაობდა. ამ სტატუსით კი საელჩოებში, როგორც წესი, სპეცსამსახურებიდან წასული დიპლომატები მოღვაწეობდნენ.

 

ერთი სიტყვით, გრიგოლ ვაშაძე ნინო ანანიაშვილზე რომ არ დაქორწინებულიყო და მერე მის მეუღლეს სააკაშვილის უმცროსი ვაჟის მოსანათლავად საქართველოსკენ არ ექნა პირი, ვაშაძე შესაძლოა, სერგეი კალანტაროვ-ლავროვის კაბინეტში ყოფილიყო წამოწოლილი ანდა ვლადიმირ პუტინს 58-ე არმიის სარდლად დაენიშნა და ცხინვალის უკანალში დაჭრილ გენერალ ხრულოვს კი არა, ვაშაძეს დაებომბა!

 

გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ძლივს დაათმობინეს, ვირეშმაკა კაცია, რადგან სინამდვილეში გაქანებული „კაგებეშნიკია“ და ამ დროს თვალებში ნაცარს გვაყრის, აქაოდა, რუსეთი ოკუპანტიაო!

 

როგორ ფიქრობთ, რუსი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატომური შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში „კაგებეშნიკისა“ და „გერეუშნიკის“ გარდა ვინმეს ცხვირს შეაყოფინებდა?

 

ბენდუქიძეც, სააკაშვილიც, თემურ ალასანიაც, ვაშაძეც თუ ფაშვაძეც სუყველანი იყვნენ და არიან კრემლის კოშკურებიდან გადმომდგარი მუეძინები, რომლებიც ქართველ პატრიოტებს კი არა, საქართველოს მაოხრებელ ლავროვ-კალანტაროვებს უხმობდნენ და უხმობენ!

 

ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან ის დიდი ხანია, რუსეთის პრეზიდენტია!“ - წერს ჩუბინიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი