logo_geo
ვალერი ხაბურძანია: ქართულ დიასპორას ერთი ჭირი სჭირს…
- +

7 იანვარი. 2017. 15:45


 



„პოლიტიკაში მოსვლას, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფული სჭირდება. ამერიკასა და რუსეთში კი, ფულს ასე გამოწერით აღარ იძლევიან", - ამის შესაძებ, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ვალერი ხაბურძანიამ შალვა რამიშვილის ინტერნეტ-გადაცემა „პიანი ბაზარში" ისაუბრა.


მისი თქმით, რუსეთსსა და ამერიკას ბევრისთვის გამოუწერია ფული, თუმცა დაიკარგა ფულიც და პოლიტიკაც, ამიტომაც ვალერი ხაბურძანიას მთავარი სურვილია, რუსეთში მყოფი ქართველი დიასპორის შეკრება და მათი კონცენტრირება ამ თემის გარშემო, რათა მათ შეაგროვონ თანხა, რაც აუცილებლად მოხდება კანონის ფარგლებში და ამ თანხის მეშვეობით ვალერი ხაბურძანია ხელისუფლებაში მოვიდეს.


„როგორმე უნდა მოვახდინო რუსეთში მცხოვრები ქართველების კონცენტრირება, თუმცა ეს ძალიან ძნელია. ქართულ დიასპორას ერთი ჭირი სჭირს. მათი 80% რასაც ქვია „მიშისტია". ის 20% შედარებით წარმატებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის 80% ცუდ მდგომარეობაშია. მოსკოვში მცხოვრები ქართველი მძიმე მდგომარეობაში იშვიათადაა, რადგან თვითონ რუსები, ქართველებს ბევრად მაღლა აყენებენ ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებს. ასე რომ, ქართული დიასპორის კონცენტრირება უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში, მე, ჩემი მთელი ცხოვრებისა და საქმიანობის განმავლობაში ვცდილობდი ყველაფერი კანონში ჩამეტია", - განაცხადა ხაბურძანიამ.

 



 

big_banner
არქივი