logo_geo
გელა ზედელაშვილი: გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ბატონ მიხას მდგომარეობას!
- +

25 ივლისი. 2018. 21:49

 

 

მოისმინა რა მიხა სიდედროვიჩ ამსტერდამელმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ "პირველ არხზე" (თუმცა არ ახსოვს, რომელი არხი იყო) მაკა ცინცაძესთან, ეგრევე დაჯდა კეფის ფხანვით კლავიატურასთან და თავის ფანებს მიუკაკუნა:

 

„ძალიან დაშინებულია ჯაყო, ცდილობს ყველაფერი სხვას გადააბრალოს, 2030 წლამდე კი აპირებს საქართველოს ძარცვას, მაგრამ ჩვენ, შემოდგომაზე, გამოვუყვანთ წირვას მის მევახშე რეჟიმს და ავიღებთ პასუხისმგებლობას ქართველების კეთილდღეობაზე. სტაგნაცია დასრულდება!

 

P.S. და წინ რომ ეჯდა, ის ნამდვილი ჟურნალისტია თუ მანეკენი"?

 

პანიკაში მყოფ სააკაშვილს ეჩვენება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაშინებულია. მას ყოველღამე კოშმარები ესიზმრება, თავზე თავისი სულიერი წინაპარი - ადოლფ ჰიტლერი დაადგება ხოლმე და უყვირის, შე ამნაირო და იმნაირო, რაფერ ვერ გამიმართლე საქართველოშიო?! ეს კიდე სულ თავის მართლებაშია - აი, შემოდგომამდე მაცალე, გრიგოლი საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, დავბრუნდები საქართველოში და რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებო. პაპა ადოლფს არ სჯერა, ეჭვით უყურებს გრიგოლის მცდელობას, თავს გადააქნევს - ჰმ, ვნახოთ, ვნახოთო და გაუჩინარდება ხოლმე.

 

ამის შემდეგ მიხა ვეღარ იძინებს, ზის კომპიუტერთან და დაუსრულებლად ლაპარაკობს:

 

„როგორც იცით, შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის სრულიად სხვადასხვა ხალხის გაერთიანება და ძალიან მიხარია, რომ სრულიად განსხვავებულმა საზოგადო მოღვაწეებმა, სხვადასხვა პირებმა, პოლიტიკოსებმა და არაპოლიტიკოსებმა იპოვეს თავის თავში ძალა, დამდგარიყვნენ წარსულში არსებულ განსხვავებებზე მაღლა, საკუთარი ქვეყნისთვის გადაედოთ გვერდზე უთანხმოებები და ერთ, მძლავრ მუშტად შეკრულიყვნენ ოლიგარქის დასამთავრებლად, შეძლეს გაერთიანებულიყვნენ ოლიგარქის მიერ საქართველოს ძარცვის დასასრულებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, დავასრულებთ ქართული ბუნების განადგურებას, მოვაშთობთ მის ხელს ჩვენი ჯიბეებიდან, რადგან მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ოჯახში და ძარცვავს საქართველოს უმოწყალოდ. ივანიშვილი ახლა ცდილობს თავისი თავის გადარჩენას, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს, ასევე მან შეცვალა მთავრობა და ხელახლა ახალ მთავრობას ამტკიცებს. ხვლიკს კუდის შეცვლა მხოლოდ ორჯერ შეუძლია, ივანიშვილმა კი ორჯერ უკვე გამოცვალა მთავრობა და მესამედ აღარ გამოუვა. ახლა ივანიშვილი აცხადებს, რომ თურმე ბანკები არიან დამნაშავე იმაში, რაც საქართველოში ხდება, მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ? საქართველოს მთავარი მევახშე და მთავარი მძარცველი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართუ ბანკი“. ახლა გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ყოფილი არარაობა მინისტრები, მათ სესხები გამოტანილი ჰქონდათ ბანკი “ქართუდან“ და პროცენტებს თქვენი ჯიბიდან იხდიდნენ ივანიშვილის ჯიბეში. ბანკი “ქართუს“ მოგებები გაიზარდა რამდენჯერმე სახელმწიფო ორგანიზაციების ხარჯზე. მას არ გამოუვა სხვა ბანკებზე ამის გადაბრალება, მთავარი მევახშე არის ბანკი “ქართუ“ და ივანიშვილი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ცვლილების კვალდაკლვალ პირველი ნაბიჯი იქნება ბანკი “ქართუს“ ჩამორთმევა, ივანიშვილის ქონების დაყადაღება და რაც აქედან შემოვა, ამ ყველაფრის დარიგება საზოგადოებისთვის. მე ამას გპირდებით, რომ გავაკეთებთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. მას არ გამოუვა ჩვენი გაბრიყვება. ამ კაცმა რეალურად გაგვაბრიყვა, გაგვძარცვა, ახლა კი ჩვენ მომართული ვართ არა პროცენტების ასაღებად, არა სხვა ჯგუფებთან შესაჯიბრებლად, არამედ გამარჯვებისთვის. ივანიშვილი ახლა ჩაგვაგონებს, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას, მაინც იყიდის, დაარიგებს ფულს, გააყალბებს, ჩვენ ვერ გვიყიდის და ახლა ჩვენ ვართ ერთიანები. შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ერთმანეთის პოზიციები, გამონათქვამები წარსულში, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გვინდა მომავალი. გვინდა, რომ ქართველი ხალხის ძარცვა დასრულდეს. გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და ვაშაძემ გაიმარჯვოს. ივანიშვილის “ქართუ“ ბანკი უნდა დამარცხდეს და საქართველოს ოჯახებისთვის ახალი ეკონომიკური საშუალებები უნდა გაჩნდეს. საქართველო დაბრუნდება ლიდერ ქვეყნებს შორის და იქნება ძალიან წარმატებული. თითოეული ქართული ოჯახი შვებით ამოისუნთქავს. ჩვენ ეს გამოგვივა, ჩვენი ბრძოლა დაიწყო და ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით ოქტომბერში".

 

გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ბატონ მიხას მდგომარეობას, ნუ გაკიცხავთ, ნუ გალანძღავთ, ნუ ეტყვით, რომ ამდენ სისულელეს ლაპარაკობს, ის აიძულებს - პაპა ადოლფი, ის უჩხიკინებს და თავს არ ანებებს... აი, გადაივლის საპრეზიდენტო არჩევნები, ცოტა ჩაწყნარდება სიტუაცია და მიხედავენ, აბა, რას იზამენ, ასეთ მდგომარეობაში ხომ არ დატოვებენ? ბოლო-ბოლო, გადაიყვანენ ნიდერლანდების რომელიმე ფსიქიატრიულში. ისე, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ მისი... არა, იციან, რომ სისულელეებს ლაპარაკობს, მაგრამ მაინც სჯერათ... პრინციპში, ეგენიც მისახედები არიან, აგერ, აშენდება საგიჟეთი და მათაც ექნებათ საიმედო თავშესაფარი.

 

P.S. ეკა კვესიტაძის პატრონი რომ მაკა ცინცაძეს დაიწუნებს, აბა, ის ნორმალურია?!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი