logo_geo
კრისტი ყიფშიძე: ფსიქოლოგთან გავიარე კონსულტაციები და ჩემებური მიდგომა მაქვს...
- +

26 ივლისი. 2018. 22:31

 

 

თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს მშობ­ლე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მოზარდობის ასაკ­ში შვი­ლებს სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი უჩ­ნდე­ბათ, ჰყავთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, სწავ­ლას ხში­რად გულს ვე­ღარ უდე­ბენ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ა­თე­ბიც სა­ღა­მოს ცხრი­დან 12 სა­ა­თამ­დე იწევს... ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი მშობ­ლის­თვის ხში­რად რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია. AMBEBI.GE ცნო­ბილ დე­დებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს ზრდი­ან.

კრის­ტი ყიფ­ში­ძის და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მუც­ლად ყოფ­ნი­დან­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. კრის­ტი ორ­სუ­ლად იყო როცა პო­დი­უმ­ზე გა­მო­ვი­და. ნა­ტა­ლია ახლა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­შია და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნაა.

 

„ნა­ტა­ლია თი­ნე­ი­ჯე­რია და მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს რთუ­ლი ასა­კია, რო­გორც ბავ­შვის­თვის ასე­ვე მშობ­ლის­თვის. ფსი­ქო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ჩე­მე­ბუ­რი მიდ­გო­მა მაქვს.

ნა­ტა­ლი­ას ჯი­უ­ტი ხა­სი­ა­თი აქვს. შე­უძ­ლია ყო­ველ­დღე წა­ვი­დეს გა­სარ­თო­ბად, რა­ზეც მე პრეტენ­ზი­ე­ბი მაქვს. ასე­ვე ვე­უბ­ნე­ბი დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნოს, სწო­რად იკ­ვე­ბოს, ვერ ხვდე­ბა, რომ ეს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სხვა მხრივ არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ გვაქვს. და­დის მუსიკა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, სა­დაც ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დის და სულ ვიცი რას აკეთებს. თა­ვა­დაც ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბა სად არის, ტე­ლე­ფო­ნი თუ დაუჯდა, სხვის­გან მწერს მე­სიჯს.

ჰო­როს­კო­პით ლო­მია და ლი­დე­რი ხა­სი­ა­თი აქვს, თან ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და ჰგო­ნია რომ ეს ასე უნდა იყოს. ხში­რად მოჰ­ყავს ჩვენ­თან მისი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლას ვიცნობ და ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან. მე და დე­და­ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ნა­ტა­ლი­ას.

- რო­გორც ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლას. რას გეგ­მავს სამომავლოდ?

 

- სკო­ლას როცა და­ამ­თავ­რებს, სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის სას­წავ­ლებ­ლად. თუმ­ცა, რაზე ჩააბარებს, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. მე უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამთავრებული და ჩემი პრო­ფე­სი­ით ერთი სა­ა­თიც არ მი­მუ­შა­ვია, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი