logo_geo
გიგლა ბარამიძე: მარიხუანას რომ ეწევა, ეს ჯაფარიძეს სახეზე აწერია...
- +

2 აგვისტო. 2018. 15:54

 

 

„ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როცა მე მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი უმაღლესი განათლების დიპლომი აღებული“, - „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აღნიშნულ განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.

 

„დიპლომები არ ვიცი, მაგრამ მარიხუანას რომ ეწევა, ეს ჯაფარიძეს სახეზე აწერია. ასე თუ წავიდა, დახვრეტების გამართლებაც შეიძლება. ძალიან მალე იმასაც გვეტყვიან, რომ კოკაინი და ჰეროინი ორგანიზმისთვის აუცილებელია.

 

ბუნებრივია, იბადება კითხვა, საით მივდივართ ჩვენ? სულ გვასწავლიდნენ იმას, რომ კაცობრიობა გამუდმებით ვითარდებოდა, რათა ადამიანს ცივილიზებული სახე მიეღო. ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ აბსოლუტური თავისუფლება - ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ - არის დემოკრატია. ეს დემოკრატია კი არა, სიველურეს.

 

ასეთი აბსოლუტური თავისუფლება ადამიანს გიბიძგებს, რომ პირველყოფილი თემური წყობილების ნორმებით იცხოვრო. ასეთ ხალხსაც ვიცნობთ, დეგრადირებულები, გაბურძგნულები და დაბინძურებულები სადღაც რომ ცხოვრობენ. თუ ეს არის თავისუფლება, მაშინ რისთვის არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინტერესები?!

 

აბსოლუტური თავისუფლება, ეს არის კლასიკური ტიპის ლიბერტალიანური მიმართულება. ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგია და სიველურეს უჭერს მხარს“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი