„ცხინვალის რეგიონში ინტენსიურად ვრცელდება ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება აგვისტოში „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე გარკვეულ აქციას გეგმავს, სავარაუდოდ, ტერორისტულ აქტს“, - ამის შესახებ „რეზონანსს“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
„სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ წრეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არ არის გამორიცხული, რომ ქართულმა მხარემ 26-28 აგვისტოს, როდესაც იქნება „დამოუკიდებლობის ცნობის“ 10 წლისთავის ზეიმი, დაგეგმოს აქცია, კერძოდ, ტერორისტული აქტი. ასე ფიქრობენ ისინი“, - აცხადებს არეშიძე.