logo_geo
„შესაძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი ცხოვრება შედგა ბოლომდე“…
- +

6 აგვისტო. 2018. 01:08

 

,,სწორედ ამ დღეს.1932 წლის 2 აგვისტოს, ირლანდიურ კონემარაში დაიბადა ერთი „საშინლად ცისფერთვალება“ კაცი. მომავალი კინოვარსკვლავი, რომელსაც უწოდებდნენ „ელეგანტურ ავანტიურისტს“, პიტერ ო ტული…

 

ინგლისური ანდზა ამტკიცებს, რომ „ყველა ირლანდიელი ცოტა გიჟია“… ირლანდიელები მართლაც არიან ჯიუტები, აქვთ ფეთქებადები ხასიათი, ადვილია მათი წყენა და გულის ტკენა… ისინი მაქსიმალისტები არიან, თუ სვამენ, ფეხზე ვერ დადგომამდე, თუ დარდობენ – ღრმა დეპრესიამდე, თუ უხარიათ, ყველაფერს ანგრევენ ირგვლივ…

 

მოკლედ, გულწრფელი ხალხია…

 

პიტერ ო ტული ყველა თავისი კოლეგისგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიცოცხლის სიყვარულით და აბსოლუტური უკომპრომისობით…

 

სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ის ყველა მსახიობზე მეტჯერ – 8 -ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე: და ვერცერთი ქანდაკება ვერ მიიღო…

 

მართალია, ბოლოს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ის დაჯილდოვდა „ოსკარით“, კინემატოგრაფიაში წვლილის შეტანის გამო (არსებობს ასეთი „დამაწყნარებელი“ პრიზიც)…

 

პიტერი თავიდან ძალიან გაბრაზდა, ირლანდიურად, მაგრამ მერე გაიგო, რომ პრიზს მას გადასცემდა მერილ სტრიპი და სასწაულად გამოპრანჭული და ისევ ბევრ ახალგაზრდა მსახიობზე მომხიბვლელი მივიდა ცერემონიაზე…

 

ამიტომაც მიყვარს ასე… სავარაუდოდ, არ ვცდები… ნახეთ, როგორ ეხუტება მას მერილი… ამით ჩემთვის ყველაფერია ნათქვამი…

 

მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ომარ შარიფი და ენტონი ჰოპკინსი… ესეც რაღაცას ნიშნავს…

 

ჰოპკინსი იხსენებს, – „მე მუხლს ვიდრეკ ო ტულის. როგორც მსახიობის და როგორც ადამიანის წინაშე… ერთხელ ჩვენ წავედით ბარში და „ჰენესი“ დავლიეთ, თანც იმდენი, არავის არაფერი არ გვხსოვდა. მაშინ ორივეს გვთლიდნენ არამზადებად და ლოთებად… სწორედ მაშინ წარმოთქვა პიტერმა თავისი ცნობილი ფრაზა – „ დილით, ქეიფის შემდეგ, ნურასდროს ნუ იკითხავთ, რას შვებოდით გუშინ. ჯობია, არ იცოდეთო“ … გავიდა რამდენიმე წელი და კვლავ შევხვდი ო ტულს… მე იმ დროისთვის სმას თავი დავანებე, პიტერმა – არა… შემომხედა და ასე მითხრა“ამბობენ, თავზე ნიმბი ამოგივიდაო… გამიგია, როცა სმას თავს ანებებო, აუცილებლად რომელიმე მეგობარს კარგავო“…და გამცილდა…

 

პიტერ ო ტულს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა… ის იზრდებოდა კრიმინოგენურ რაიონში… მისი სამი უახლოესი მეგობარი მკვლელობისთვის დააპატიმრეს… პიტერი ყვება, რომ ბავშვობაში რეგბის სათამაშო ბურთი არ ჰქონდათ და თამაშობდნენ პურის ბატონით… თანაც ისე ფრთხილად, პურს რომ არ დატყობოდა – სად იყო გასაფუჭებელი პური? პიტერი ამბობს, რომ ,სავარაუდოდ, ვინმე მწვრთნელს რომ ენახა მაშინ მათი ფილიგრანული თამაში, ყველას ნაკრეფში აიყვანდა…

 

14 წლის ასაკში პიტერმა სკოლას თავი დაანება და გაზეთების გამყიდვლად მოეწყო, მაგრამ მისი გარეგნობის ადამიანის ვეს შემჩნევა შეუძლებელი იყო და ის სიამოვნებით მიიღეს დრამატიული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. შემდეგ კი – „ოულდ ვიქის“ თეატრში…

 

რა ბედნიერებაა, როდესაც ასეთი მდიდარი ფასადის უკან უზარმაზარი ნიჭიც იმალება… პიტერ ო ტულის პირველი ცნობილი როლი გახდა პოლკოვნიკ ლორენს არავიელი… როლის გულისთვის მან ყველაფერი მიატოვა და გავარდა უდაბნოში, სადაც იღებდნენ ფილმს…

 

სწორედ ამ როლისთვის უნდა მიეღო პიტერს თავისი პირველი „ოსკარი“… „ოსკარი“ არ ერგო, მაგრამ ის მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი…ამის შესახებ პიტერი ბავშვივით გულწრფელად ყვებოდა – „ერთხელ დილით გავიღვიძე და ვიგრძენი, რომ ყველა მიცნობს… გავიქეცი და ვიყიდე თეთრი როლს-როისი და აქეთ-იქით ვატრებდი სანსეთის ბულვარზე, შავ სათვალეში და თეთრ კოსტუმში გამოწყობილი… თანაც უსირცხვილოდ ვუქნევდი ხელს ყველას – ნაცნობებსაც და უცნობებსაც… მოკლედ, თავს ინგლისის დედოფლად ვგრძნობდი… ახლა მრცხვენია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნება მივიღე მაშინ“…

 

სხვათაშორის, ლორენს არავიელმა, პიტერ ოტულის შესრულებით, დაიკავა პირველი ადგილი „ყველა დროის 100 უდიდესი სამსახიობო პარტიების რეიტინგში“…

 

გასაკვირია, მაგრამ პიტერ ო ტულს თეატრში თამაში ბევრად უფრო მოსწონდა ვიდრე გადასაღებ მოედანზე გამოსვლა… სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი გარეგნობის გამო, მას უმთავრესად სთავაზობდნენ გენერლების, ლორდების, მეფეების როლებს რომანტიკულ კომედიებში… პიტერ ო ტული კი იყო დრამატული ჟანრის მსახიობი… თუმცა, შესანიშნავად ითამაშა ოდრი ჰეპბერნთან კომედიაში „როგორ მოვიპაროთ მილიონი“…

 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი იყო ძალიან „მსუბუქი“, მისი გადაღება აღმოჩნდა რთული… დასაწყისში იღებდნენ სცენას, სადაც მთავარი გმირები – ოდრი და პიტერი იმალებიან საკუჭნაოში… არ დაიჯერებთ და… ამ სცენის გადაღებას მოანდომეს მთელი 11 დღე, რადგანაც მთავარი გმირები, რომლბიც შესანიშნავად შეეწყვნენ ერთმანეთს ხასიათით და პირველივე დღეს დამეგობრდნენ, საკუჭნაოში სულ ხითხითებდნენ და აფუჭებდნენ დუბლებს…

 

მე ძალიან მიყვარს ო ტულის როლები ფილმებში „ ლომი ზამთარში“. „უკანასკნელი იმპერატორი“, ‘კალიგულა“… მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მისი შესრულებით დაბერებული კაზანოვას როლი, სატელევიზიო ფილმში „კაზანოვა“… თუ არა გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ… მე მგონი, ასეთი კარგი ო ტული არსად არ ყოფილა…

 

პიტერ ო ტულს, როგორც ყველა ირლანდიელს და თანაც ნიჭიერ ირლანდიელს, ლამაზი ცხოვრება უყვარდა და თავისუფლება… ბევრ ქეიფობდა, არ იცავდა საზოგადოებრივ წესებს, უყვარდა ქალები… ერთხელ ბელმონდოც კი აეჭვიანა, როდესაც ურსულა ანდერსთან ფლირტი დაიწყო…

 

ერთერთი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა პიტერთან, იხსენებდა – „პიტერი აბსოლუტურად აუტანელია, მაგრამ ზუსტად იმ წუთამდე, სანამ „ ჩართავს“ თავის ხიბლს… ამ დროს ის გეჩვენება ყველაზე კარგ და სწორ ადამიანად და მის ნებისმიერ საქციელს არა მხოლოდ ამართლებ, არამედ ლოგიკურადაც მიიჩნევ…“

 

70-იან წლებში პიტერს აღმოაჩნდა კუჭის სიმსივნე, მაგრამ მან შეძლო განკურნება… მართალია, ყოველდღიურ სმას თავი დაანება, მაგრამ ცოტ-ცოტას მაინც მიირთმევდა და აქ მოხდა საოცრება… სწორედ მაშინ, როდესაც ის გამოსწორდა, 20 წლის ერთად ცხოვრების შემდეგ, მისგან წავიდა მეუღლე…

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქალიშვილებმა ქეითმა და პეტმა მამასთან დარჩენა ამჯობინეს…

 

ეს კიდევ არაფერი, მისმა სიდედრმაც გადაწყვიტა პიტერთან დარჩენა…

 

ახლა, აბა როგორ დავიჯერო, რომ კარგი კაცი არ იყო?

 

 

რამდენიმე წელიწადში, პიტერს რომანი დაეწყო მოდელთან, კარენ ბრაუნთან, რომელმაც გაუჩინა ვაჟი – ლორკანი…

 

2012 წელს პიტერ ო ტულმა გამოაცხადა, რომ მიდის კინოდან…

 

2013 წელს კი გარდაიცვალა…

 

მისი ფერფლი, ანდერძის მიხედვით.

 

გადააყარეს მის საყვარელ ირლანდიას…

 

ბოლო ინტერვიუში, ჟურნალისტმა მას დაუსვა შეკითხვა;

 

„ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი კარიერა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბრწყინვალე, ბოლომდე მაინც ვერ შედგა?“

 

პიტერმა უპასუხა – „შესაძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი ცხოვრება შედგა ბოლომდე“…

 

ლელა ანჯაფარიძის ფეისბუქ-გვერდიდან

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი