logo_geo
აკაკი ბობოხიძე: მიხეილ სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას
- +

9 იანვარი. 2017. 02:34



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი ბობოხიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, პარტიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, პარტიაში „ორი ბანაკია".


„ერთი ამბობს, სააკაშვილს უპირობოდ უნდა დავეთანხმოთო, მეორე ჯგუფი კი, რომელშიც მეც ვარ, მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი გარკვეულ საკითხებში ცდება, ეს ღიად უნდა ვუთხრათ და არ უნდა მოგვერიდოს.

 

მოღალატეობაზე, სამწუხაროდ, საჯაროდ პირველად მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა - დაგვარტყა თანაპარტიელებს, ისიც კი თქვა, ვიცი, ვინ ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებსო. პირადად მე, უსაფუძვლოდ არცერთ ჩემს თანაპარტიელს მოღალატეს არ ვუწოდებ. მიხეილ სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას.

 

სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც მას უჭერენ მხარს და უპირობოდ ეთანხმებიან ყველა დეტალში, არ ეუბნებიან, რომ ასე საუბარი მინიმუმ არასწორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, პარტიის გადარჩენა ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ათიათასობით ადამიანისთვის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს",- განაცხადა ბობოხიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი