logo_geo
საინტერესო ფაქტები ცაციებზე - რატომ არიან ისინი „განსაკუთრებული“ ადამიანები?
- +

14 აგვისტო. 2018. 00:45

 

13 აგვისტოს, ცაციების საერთაშორისო დღეა. დედამიწის მოსახლეობის 90% მემარჯვენეა, ცაციების რაოდენობა კი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. მაინც, რა აქვთ ამ ადამიანებს „განსაკუთრებული“?




20 წლის ასაკში ცაცია ბავშვის გაჩენის რისკი საკმაოდ დამბალია, აი, 40 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 130%-ით იზრდება, ახალგაზრდა დედებთან შედარებით.



ჰო, მართლა, თუ ორივე მშობელი მემარცხენეა, მაშინ ცაციის ჩასახვის შანსი, პრაქტიკულად, 50%-ია.


ცაციებში მძლავრობს კრიმინალური ქმედებებისა და ბუნტისადმი მიდრეკილება. ისინი ჯიუტები და ჯინიანები არიან.



მემარცხენეები ყველაზე ხშირად შემოქმედებით პროფესიებს ირჩევენ.



ცაციები უფრო მეტად კაცები არიან, ვიდრე ქალები.



ზოგიერთ კულტურაში ცაციებს უყურებენ, როგორც მოკვეთილს, ან „ეშმაკის მიერ მონიშნულს“. ზოგიერთ ენაში თავად სიტყვა „მარცხენასაც“ კი უარყოფითი შეფერილობა აქვს. მას ხშირად იყენებენ „ყალბის“, „საეჭვოს“, „მოუხერხებლის“ მნიშვნელობით.



მუსლიმანურ ქვეყნებში მარცხენა ხელს „უსუფთაოს“ სტატუსი აქვს, რამდენადაც მას ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ იბანენ.



 

უსამა ბინ ლადენი ცაცია იყო.




ასევე, ცაციები იყვნენ: ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ალბერტ აინშტაინი, ჩარლი ჩაპლინი და სხვ. 
და ცაციები არიან: პრინცი უილიამი, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი...




ცაცია გაცილებით მალე ისწავლის მარჯვენა ხელით წერას, ვიდრე მემარჯვენე - მარცხენათი.



 

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ცაციობის განსაზღვრა იმის მიხედვით, რომელი ხელით წერს ადამიანი. ზოგიერთი, მაგალითად, მარჯვენა ხელით წერს, მაგრამ სხვა რამეებს მარცხენა ხელით აკეთებს, და პირიქით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი