logo_geo
ზაფხულის პიკნიკი - დასვენება სარგებლით ორგანიზმისთვის
- +

15 აგვისტო. 2018. 03:28

 

 

საზაფხულო განწყობა ყოველთვის ბუნებაში დასვენებისკენ მოგვიწოდებს. მზე, ზღვა და შესაძლოა, ახალი ქვეყნებიც. სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს შვებულების აღებას და ზაფხულის დღეებით დატკბობას, რომლებიც ძალიან სწრაფად გარბიან. მაგრამ ამის გამო სულაც არ ღირს მოწყენა, რადგან ხანმოკლე დასვენების დღეებიც კი შეგიძლიათ პატარა საზაფხულო ზეიმად აქციოთ. 

გთავაზობთ, რომ შეკრიბოთ კამპანია და ორგანიზება გაუკეთოთ პიკნიკს. შესაძლებელია ქალაქგარეთ გასვლა, პარკში შეკრება. ასეთ სიცხეში მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება - რა წავიღოთ თან საკვებიდან, რომ ის სასარგებლოც იყოს, გემრიელიც, და, რაც მთავარია 

- არ გაფუჭდეს. ამ მასალაში რამდენიმე რჩევას მოგცემთ ჩინებული პიკნიკისთვის.

პიკნიკი, როგორც წესი, ბევრ ადამიანში იწვევს მძიმე და არასწორი საკვების ასოციაციასხოლო სიცხეში, ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი. მაღალკალორიული პროდუქტები და კერძები გამოსადეგია მხოლოდ წლის ცივ პერიოდში, როცა ჩვენი ორგანიზმი ენერგიის დიდ ნაწილს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად ხარჯავს.

დავიწყოთ ყველაზე მთავარით - მწვადით. თუ ხორცის მომზადება გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ხორცი მაქსიმალურად მჭლე უნდა იყოს. უპირატესობა ქათმის ხორცს, ინდაურის ხორცს, თევზს და ხბოს ხორცს მიანიჭეთ. მარინადის სახით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მაწონი. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ბოსტნეული, მით უმეტეს, რომ ახლა ბოსტნეული უხვადაა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას ანიჭებთ უპირატესობას: პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, წიწაკა, კარტოფილი.

რა უნდა იყოს ნახშირზე მომზადებულ კარტოფილზე გემრიელი?

სალათის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკმაზს, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს მაიონეზი! საუკეთესო ვარიანტი ზეითუნის ზეთის, ლიმონის წვენის, მდოგვისა და თაფლის ნაზავი იქნება.

სასმელის სახით გამოიყენეთ მინერალური წყალი, კომპოტები, სახლის ლიმონათები და მორსები. ისინი არა მარტო სასარგებლოა, არამედ წყურვილსაც უკეთ უმკლავდება, ვიდრე ტკბილი გაზიანი სასმელები.

დესერტს რაღა ვუყოთ? აქაც შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტის გამონახვა - სასარგებლო, გემრიელი და დაბალკალორიული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა, ხილი და ახალი კენკრა, განსაკუთრებით საზამთრო (მით უმეტეს, რომ აგვისტო ამ სასუსნავის სეზონია). ხილის გარდა შეიძლება შევიარაღდეთ თხილეულით, ასევე ცილებიანი ბატონებით, როგორიცაა Herbalife Nutrition ფორმულა1 ექსპრესი შოკოლადის გემოთი, რომელიც შესანიშნავია გზად წახემსებისათვის. ერთი ბატონი კალორიების მინიმალურ და ცილების აუცილებელ რაოდენობას შეიცავს, რაც ენერგიით აგავსებთ და შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ.


საკვები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც გართობა უნდა დაგვავიწყდეს! უპირველესი წესი - გვერდზე გადავდოთ სმარტფონები, პლანშეტები და სხვა გაჯეტები. უმჯობესია, წინასწარ მოიფიქროთ აქტიური და ინტელექტუალური თამაშების ვარიანტები. 

მაგალითად, შეგიძლიათ გაიყოლოთ ფრენბურთის ბურთი, ბადმინტონი, ბუმერანგი. ინტელექტუალურ და შემოქმედებით თამაშებად გამოდგება „მაფია“, „უნო“, „მონოპოლია“, „ასოციაციები“. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოიფიქროთ კითხვები ვიქტორინისთვის და გაათამაშოთ სიმბოლური პრიზები. კარგი იქნება, თუ დიდი კამპანია შეიკრიბება, თამაშები ბევრად უფრო მხიარული და აზარტული იქნება!

იზრუნეთ ასევე კომფორტზე - თან გაიყოლეთ დიდი მოსახერხებელი პლედი, მსუბუქი გასაშლელი სკამები, ერთჯერადი ჭურჭელი. საკვები გაანაწილეთ მოსახერხებელ კალათებსა და კონტეინერებში. რაც ყველაზე მთავარია - არ დაგავიწყდეთ იმ ტერიტორიის დასუფთავება, სადაც დაისვენებთ, შესაბამისად, თან უნდა გქონდეთ პარკები ნაგვისთვის.


ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა გაატაროთ უახლოესი დასვენების დღეები - ყველანი პიკნიკზე, სანამ ზაფხული დასრულებულა!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი