logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: არ შეიძლება, გარკვეული ადამიანები სექტად ჩამოყალიბდნენ!
- +

9 იანვარი. 2017. 11:20


 

 

„არ შეიძლება, გარკვეული ადამიანები სექტად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მედიაზე საუბარი მხოლოდ მათი პრეროგატივაა და იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთონ, ამ ლაპარაკით არიან გართულები", - ისაუბრა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.


მაღლაფერიძის თქმით, მის პოლიტიკურ წარსულზე ის ადამიანები საუბრობდნენ, რომლებიც თავად იყვნენ პოლიტიკურად დაინტერესებულნი. როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ტელევიზიის ტექნიკური ბაზა და თანამშრომელთა ანაზღაურება, სხვა მთელ რიგ საკითხებთან ერთად, სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს პრობლემებია მოსაგვარებელი.


„საბჭომ, გადაწყვეტილება, ცხადია, კონცეფციის მიხედვით მიიღო. რაც შეეხება პოლიტიკურ ბეგრაუნდს, სინამდვილეში, ამ მიმართულებითაც არანაირი კითხვა არ არსებობს. ამაზე საუბრობდნენ თვითონ პოლიტიკურად დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ ან მათ, ვისაც რაღაცნაირად სურდათ გავლენების შენარჩუნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და სხვათა შორის, ასეთი მიდგომის შედეგია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ასეთ მდგომარეობაშია.

 

თქვენ თავად გადახედეთ მათ ბეგრაუნდებს, როგორები იყვნენ და გარდა ამისა, უნდა დავაკვირდეთ, როგორ მშვიდად ეგუებოდნენ ეს ადამიანები საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობას, რომელიც საზოგადოების ფულით ფინანსდება და უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ პრობლემებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან პრობლემებზე გადააქვთ.

 

რომელ განვითარებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ტექნიკური ბაზა, თანამშრომელთა ანაზღაურება. ყველა თვალსაზრისით კრიზისია. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემებზე არ საუბრობდნენ და აბსოლუტურად გამოგონილ თემებზე ლაპარაკობდნენ. ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური წარსული. შეგიძლიათ, გადახედოთ ჩემს წარსულს და რა არის აქ სალაპარაკო?

 

არ შეიძლება, გარკვეული ადამიანები სექტად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მედიაზე საუბარი მხოლოდ მათი პრეროგატივაა და იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთონ ამ ლაპარაკით არიან გართულები. მე საზოგადოების წინაშე ვარ ვალდებული და პროდუქტს დაინახავს მაყურებელი. შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ და არა ჰაერზე ვილაპარაკოთ. პოლემიკაში ჩაბმას არ ვაპირებ", - აღნიშნა ინტერვიუში ვასილ მაღლაფერიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი