logo_geo
''მართალია! კედლის აღმართვა არაფერს მოგვიტანს...'' - რას პასუხობენ რუსები და აფხაზები სერგეი შამბას განცხადებას
- +

17 აგვისტო. 2018. 22:49

 

აფხა­ზე­თის ე.წ. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და ახლა უბ­რა­ლოდ, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი სერ­გეი შამ­ბა, "მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან" სა­უბ­რი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ეს იყო ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­შიც ხდე­ბო­და.

 

ქარ­თვე­ლე­ბი მტრად არ მი­მაჩ­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რე­ბი მყავს. კი, გვქონ­და ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტიც, მაგ­რამ დიდ­წი­ლად ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი იყო. პირ­ველ­მა და­ვი­წყე სა­­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დროა, რა­მე­ნა­­რად და­ვი­წყოთ დი­­ლო­გი და ერ­თობ­ლივ მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ იმ გა­გე­ბით, რომ მე­ზო­ბე­ლი ერე­ბი ვართ და ჩვე­ნი მე­ზობ­ლო­ბა ბე­დის­წე­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი..." - თქვა შამ­ბამ Эхо Москвы-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის აცხა­დებს, რომ თა­ვის დრო­ზე, ფე­დე­რა­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იყ­ვნენ მზად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ვა­რი­ან­ტიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და "ერ­თობ­ლი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს" მო­დე­ლიც, თუმ­ცა, ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა პრო­ექ­ტზე უარს ამ­ბობ­დნენ.

შამ­ბას ინ­ტერ­ვი­უს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთ­ში. აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით - "ეს არის გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის ირი­ბი თხოვ­ნა, ან რუ­სეთ­მა უფრო მე­ტად მოგ­ვხე­დოს ან ქარ­თვე­ლე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ დათ­მო­ბა­ზეო."

ირი­ნა წვიჟ­ბა, სო­ხუ­მი: „მარ­თა­ლია შამ­ბა. მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და არც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნად წა­მო­ვა მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მაგ­რამ რა­ღაც გზე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხოს, კედ­ლის აღ­მარ­თვა არა­ფერს მოგ­ვი­ტანს... მე ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ, მის სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვინ მას­წავ­ლის, მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ომზე მეტი ახალ­გაზ­რდა ნარ­კო­ტი­კით და ავ­ტო­ა­ვა­რი­ით დაგ­ვე­ხო­ცა. რო­დემ­დე ვუ­ყუ­როთ სა­კუ­თარ სიკ­ვდილს?"

 

მე­რაბ სუ­ხუმსკი: „რა უნდა შამ­ბას, მეტი ყუ­რა­დღე­ბა გვჭირ­დე­ბაო, ეუბ­ნე­ბა რუ­სეთს? თქვენ არ ვარ­გი­ხარ­თო - გვე­უბ­ნე­ბი­ან ისი­ნი... კვი­რი­დან კვი­რამ­დე სა­ნა­პი­რო­დან ნა­გა­ვი არ გა­აქვთ, რუ­სე­თია ამა­ში დამ­ნა­შა­ვე? შე­ნი­ვე ტუ­რის­ტი რომ არ უნდა გა­ძარ­ცვო, ეს ქარ­თველ­მა უნდა გას­წავ­ლოს? ბა­თუმ­ზე ლა­პა­რა­კობს შამ­ბა - ბა­თუ­მი ევ­რო­პაა, შუ­ა­გუ­ლი ევ­რო­პა, იქ პო­ლი­ცი­აა, მაშ­ვე­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ებს არ სცილ­დე­ბი­ან, ხალ­ხზე ზრუ­ნა­ვენ, რა­ტომ ვედ­რე­ბით?"

 

ლია ბარ­ცი­ცი: "ბა­ტო­ნო შამ­ბა, ჩვენც ვი­ცით ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე რა გა­ა­კე­თეთ? რა­ტომ არ და­ამ­ყა­რეთ თურ­ქეთ­თან უფრო ახლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­ტომ არ გახ­ვე­დით ევ­რო­პა­ში, თუნ­დაც რუ­სუ­ლი კა­რით? რა­ტომ ვერ მი­აღ­წი­ეთ იმას, კა­ნონს ძალა ჰქონ­დეს?.. მე არ მინ­და ამ ჭა­ობ­ში სიკ­ვდი­ლი, ამი­ტო­მაც ვყი­დი სახ­ლს და მივ­დი­ვარ..."

 

მა­დი­ნა ბგან­ბა: "წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნიც შარ­შან­დე­ლი­ვით მკვდა­რი იყო. ჯერ იყო და ივ­ნის­ში ლა­მის მო­თო­ვა, თან, რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­მარ­თა და ვინც კი ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და, ლა­მის ყვე­ლამ გა­ა­უქ­მა ვი­ზი­ტი. ამას და­ე­მა­ტა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თო­ბა, რუ­სე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩნენ და ზოგი აქ სას­ტუმ­რო­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, ზო­გიც უკან გა­უშ­ვეს... ივ­ლის­ში სულ რა­ღაც ათი დღე ცხე­ლო­და, მაგ­რამ დამ­სვე­ნებ­ლებს მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებ­მა არ მის­ცეს სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა... ამას და­ე­მა­ტა, ე.წ. დრეს­კო­დი - ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა... ერ­თმა რუს­მა მი­თხრა - რა გინ­დათ აფხა­ზებს, რით ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით ეს 26 წელი, ბა­რემ თქვით - გვა­ცა­დეთ, რომ ჩვენ­თვის ჩუ­მად და­ვი­ხო­ცოთ და აღარ შე­გა­წუ­ხო­თო..."

 

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა eadaily.com-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თი მე­რამ­დე­ნე წე­ლია კრას­ნო­და­რის მხა­რეს­თან აგებს. რუსი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმოქ­მე­და ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კა­ზე, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ რუს დამ­სვე­ნე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" ვერ იპო­ვა.

„ომის დას­რუ­ლე­ბის პირ­ველ წლებ­ში მარ­თლაც მი­ა­წყდნენ რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი აფხა­ზეთს, შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი გე­მოვ­ნე­ბაც შე­იც­ვა­ლა და მო­თხოვ­ნე­ბიც. იმა­ვე ფას­ში, 100%-იანი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ით ის­ვე­ნე­ბენ თურ­ქეთ­ში, ერ­თო­ბი­ან, მათ­ზე ზრუ­ნა­ვენ, უფრთხილ­დე­ბი­ან, აქვთ მა­ღა­ლი დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მე­დი­ცი­ნო, თუნ­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სი...

აფხა­ზეთ­ში უფრო ის კა­ტე­გო­რია ჩა­დი­ო­და, ვი­საც საბ­ჭო­თა წლე­ბის ნოს­ტალ­გია ჰქონ­და. სხვე­ბი უფრო მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან დას­ვე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზეთ­ში ვერა და ვერ გათ­ვა­ლეს და გა­აც­ნო­ბი­ე­რეს. ასე წა­ა­გო აფხა­ზეთ­მა კონ­კუ­რენ­ტთან", - აცხა­დებს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია Роза ветров-ის დი­რექ­ტო­რი ირი­ნა გლა­ზკო­ვა. სხვა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, აფხა­ზე­თი ამ დრომ­დე რჩე­ბა მხო­ლოდ ბუ­ნე­ბის, მთე­ბი­სა და ზღვის "იმე­დად", ამი­ტო­მაც მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი თან­და­თან შემ­ცირ­და.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი