logo_geo
„მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!" - რას წერენ ზუზუს მეგობრები და კოლეგები მსახიობის შესახებ
- +

18 აგვისტო. 2018. 02:00

 

მსა­ხი­ო­ბი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­დარ­ბა­ზოს ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქვა­მენ სამ­ძი­მარს მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი:

მომ­ღე­რა­ლი ქრის­ტი­ნე მარ­ტი­აშ­ვი­ლი: „რამ­დე­ნი რა­მის თქმა მინ­და... რო­გორ გატ­კი­ნეთ! სი­ტყვე­ბი მო­დის და იყი­ნე­ბა, წე­რის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ, ემის სიმ­ღე­რას რომ ვმღე­რი, სულ შენ მახ­სენ­დე­ბი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მანდ შეხ­ვდე­ბი და მაგ­რად „გა­აფ­რენთ“... მოგ­ვე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ მჯე­რა, მანდ უკეთ იქ­ნე­ბი!“

 

მსა­ხი­­ბი ან­დრია გვე­ლე­სი­­ნი: „არ ვიცი რა ვთქვა... ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, შენ­ნა­ი­რი კე­თი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის უდ­რო­ოდ წას­ვლა... გვიყ­ვარ­ხარ და მოგ­ვე­ნატ­რე­ბი.. უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს შენი სული“.

 

 

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­­ნი„ჩემი მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ რთუ­ლად იყო ზუზუ. თურ­მე, სა­ჯა­როდ ითხოვ­და დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ალ­ბათ მეც, თქვენ­თან ერ­თად ვნა­ხე და გა­ვა­ტა­რე. რო­გორ აგ­რო­ვებ­და ქი­რის ფულს, რო­გორ უნ­დო­და ჰქო­ნო­და რო­ლე­ბი, დეპ­რე­სი­ის და ალ­კოჰო­ლის გა­რე­შე. ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ. ჩვე­ნი „პრობ­ლე­მე­ბის” ფონ­ზე, სხვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლეთ. ჰოდა, თუ დახ­მა­რე­ბას გთხოვთ, ჩემი პოს­ტე­ბი არ გა­ა­ტა­როთ და არ მომ­ცეთ სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა. აქ, ფოტო უნდა იდოს, გა­ტე­ხი­ლი გუ­ლით, ცრემ­ლით, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია იდოს ჩემი ბო­დი­ში, იმი­ტომ რომ მეც შე­მეძ­ლო რა­ღა­ცის შეც­ვლა“.

 

PR-მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი„რა­ნა­ი­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი - ვი­თომ სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი, კა­ი­ტი­პე­ბი. ვა­ზი­ა­რებთ ჩვენს სი­ხა­რულს - რო­გორ ვმოგ­ზა­უ­რობთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­ში თუ რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა შვი­ლებ­სა და სიყ­ვა­რულ­ში და ამ დროს, შენს მე­გო­ბარს, რო­მელ­საც აღარ გა­უ­მარ­თლა, ვინ იცის, რა ტკი­ვა, რა აწუ­ხებს. ვხე­დავთ, რომ რა­ღაც ისე არ არის, მაგ­რამ ახლა სხვის­თვის არ გვცა­ლია, ხვალ, ზეგ, მერე მივ­ხე­დავთ. ხვალ აღარ იქ­ნე­ბა. ან, ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა. დიდი ხა­ნია, ასე არა­ვის სიკ­ვდი­ლი არ მტკე­ნია. უბე­დუ­რი ბიჭი იყო ზუზუ, გზა­აბ­ნე­უ­ლი, სულ რომ თვა­ლებ­ში გი­ყუ­რებ­და. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, არ მე­ცა­ლა, არა­ვის ეცა­ლა. იქ­ნებ, რა უნ­დო­და...“

 

დი­ზა­­ნე­რი ლიკა ყაზ­ბე­გი„ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ზუზუ... ერთი წლის წინ, სა­ერ­თო ნა­თე­სა­ვის სამ­ძი­მარ­ზე გა­ვი­გეთ, რომ ვე­ნა­თე­სა­ვე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. გული მო­მიკ­ვდა, შენ ხომ ყვე­ლას უყ­ვარ­დი. ასე მარ­ტო, ასე სა­ცო­და­ვად რა­ტომ ზუზუ... ასე რა­ტომ გა­ი­მე­ტე შენი თა­ვიც და ჩვენც“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი