logo_geo
ეკა ნიჟარაძე: ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ხალისიანი და იუმორით სავსე იყო...
- +

19 აგვისტო. 2018. 00:38

 

 

მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა და და­ამ­წუხ­რა - გული დას­წყდათ, რომ ხა­ლი­სი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ზუზუ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და... მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო.

 

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მას­თან საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკავ­ში­რებ­დათ. კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ასე იხ­სე­ნე­ბენ ზუზუ ბეჟაშ­ვილს:

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­­ბი: „ჩვენ დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნი­ჭი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ბავ­შვებ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად ვარ, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ვერც ვა­ფა­სებ და ვერც ვი­ჯე­რებ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და, ტრა­გე­დი­აა... ერ­თმა­ნეთს ჯგუფ "ვერ­ნი­სა­ჟი­დან" ვიც­ნობ­დით. თე­ატ­რა­ლურ­ში კი­ნო­სამ­სა­ხი­ო­ბი­ო­ზე ჩვენს მერე, ბევ­რად გვი­ან ჩა­ა­ბა­რა. ძა­ლი­ან გაგ­ვე­ხარ­და მე­გობ­რებს, რომ ასე გა­და­წყვი­ტა და ნამ­დვი­ლად არ შემ­ცდა­რა. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო ეკ­რან­ზეც და ცხოვ­რებ­შიც, ბევ­რის მიღ­წე­ვა შე­ეძ­ლო კი­დევ...“

 

 

- ზუ­ზუს ცეკ­ვა "ვერ­ნი­საჟ­ში" მეც მახ­სოვს... გა­ვიხ­სე­ნოთ პე­რი­­დი, როცა ის მო­ცეკ­ვა­ვე იყო.

 

- იმ­დე­ნად მო­ცეკ­ვა­ვე არ იყო, რამ­დე­ნა­დაც, არ­ტის­ტუ­ლი ნომ­რე­ბი ჰქონ­და... ვმე­გობ­რობ­დით, ბევ­რი სა­ღა­მო წაგ­ვიყ­ვა­ნია, კარ­გად შე­ვე­წყეთ ერ­თმა­ნეთს. თუ ვინ­მე რა­მეს მთა­ვა­ზობ­და წყვილ­ში, ზუზუ მიმ­ყავ­და, ზუ­ზუს თუ სთა­ვა­ზობ­დნენ რა­მეს და ქალი წამ­ყვა­ნი იყო სა­ჭი­რო, მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი დუ­ე­ტი გვქონ­და. რა­ტომ­ღაც ელი­სოს მე­ძახ­და თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხმით, - ასე მოს­წონ­და. მისი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გორც ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი დარ­ჩა.

- ბო­ლოს რო­დის ნახე?

 

- არ­ცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ადა­მი­ანს ცუდი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მი­რე­კა - საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს აკე­თებ­დნენ... რე­ა­ლუ­რად კი ძა­ლი­ან წვა­ლობ­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და, სახ­ლი არ ჰქონ­და... დე­და­მის­ზე დარ­დობ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ჰყავს და გა­ნიც­დი­და, რომ დედა ასაკ­ში, ასე ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. გა­ფიქ­რე­ბაც არ მინ­და, ახლა რა დღე­შია ეს ადა­მი­ა­ნი... ბევ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ხა­ლი­სი­ა­ნი და იუ­მო­რით სავ­სე იყო, ისე­ვე რო­გორც დე­და­მი­სი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი