logo_geo
კრისტი ყიფშიძე: სულ ხუმრობდა, ხალისობდა, კარგ განწყობაზე დაგაყენებდა, მაგრამ მახსოვს მისი ნაღვლიანი თვალები...
- +

19 აგვისტო. 2018. 02:59

 

 

მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა და და­ამ­წუხ­რა - გული დას­წყდათ, რომ ხა­ლი­სი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ზუზუ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და... მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო.

 

 

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მას­თან საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკავ­ში­რებ­დათ. კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ასე იხ­სე­ნე­ბენ ზუზუ ბეჟაშ­ვილს:

 

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი: ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული... ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, რა­ღაც მგო­ნია, რომ მა­ინც უფრო სევ­დი­ა­ნი იყო, სულ ხუმ­რობ­და, ხა­ლი­სობ­და, კარგ გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ მახ­სოვს მისი ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი... არ ვიცი, რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი... პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­ცა­ნი და ვნა­ხე, ალ­ბათ 1997-1998 წელი იქ­ნე­ბო­და. რა­ღაც ჩვე­ნე­ბა-კონ­ცერ­ტი იყო, მა­შინ რო­გორც ხდე­ბო­და ხოლ­მე. იმის მერე სულ სა­დღაც შეხ­ვედ­რებ­ზე, პრო­ექ­ტებ­ში ვხვდე­ბო­დით. მერე ერთ ფილმში ვი­თა­მა­შეთ - "გო­გო­ნა სლა­ი­დი­დან", რო­მე­ლიც გიგა აგ­ლა­ძემ გა­და­ი­ღო. ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე მის დას თა­მა­შობ­და. ზუზუ ძა­ლი­ან კე­თი­ლი, უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი იყო. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა და გარ­დაც­ვლილ­ზე კარ­გს ამ­ბო­ბენ. რა თქმა უნდა, კარ­გად უნდა გა­იხ­სე­ნო, მაგ­რამ მე მარ­თლაც სულ კარ­გად მახ­სოვს.

 

გულ­წრფე­ლად მტკი­ვა გული და ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ... ბო­ლოს დიდი ხნის წინ ვნა­ხე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ ვთქვი სახ­ლში, ბავ­შვმა, ნა­ტაშ­კამ მი­თხრა - არ არ­სე­ბობს, გუ­შინ და­ვი­ნა­ხე ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თა­ნო...“

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი