logo_geo
ილო ბეროშვილი: მარიხუანადან სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადიან!
- +

20 აგვისტო. 2018. 00:37

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სტატია მოამზადა „კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

 

ილო ბეროშვილი, ტელეწამყვანი: „ორი უკიდურესობაა. ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ასეთი რეფორმებით ყველა დაიწყებს მოწევას, გეგონება, მანამდე არ ეწეოდნენ; მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ უფრო მეტად ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ამსტერდამში რომ დაუშვეს ასეთი რამ, იქამდე­ ეტაპები გაიარა ქვეყანამ. ჩვენ სხვა რესურსი გვაქვს, სხვა ისტორია და მენტალიტეტი. უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ერთი რამ ავიწყდებათ - როგორც წესი, მარიხუანადან გადადიან სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. მარიხუანა მსუბუქ ნარკოტიკად ითვლება, მას ახალგაზრდა რომ მოსწევს, ამით საკუთარ თავში რაღაც ბარიერს ლახავს­ და შემდეგ სხვა რაღაცებიც მოუნდება. ამიტომ საჭიროა, საკითხის შესწავლაში ჩაერთონ პროფესიონალი ექიმები და ფსიქოლოგები... მე ორი შვილი მყავს და ვერ ვუყურებ ამას გულგრილად. მოკლედ, დეკრიმინალიზაცია აუცილებელი იყო, ახლა მსჯელობა და კომპეტენტური ხალხის ჩართულობაა საჭირო ამ საკითხის გადაწყვეტაში".

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი