logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: რაზე საუბრობენ, გიგი უგულავას რომ გარეთ გამოუშვებ, ეს არის რეჟიმი?!
- +

9 იანვარი. 2017. 14:57


 

 

 

„რომელ რეჟიმზე საუბრობენ?! ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს რა ვუთხარი მე. გიგი უგულავას რომ გარეთ გამოუშვებ, ეს არის რეჟიმი? თუ ის, რომ გიგა ბოკერია დღეს ციხეში არ ზის და სააკაშვილი გაქცეულია?!" - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ბუნებრივად დაიშლება.


„ნაციონალების" მიერ გაჟღერებული მესიჯი, რომ, თურმე, მათმა ბრძოლამ რეჟიმის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო, დასავლელმა პარტნიორებმა ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინეს და ა.შ. თავიდან ბოლომდე ტყუილია - ზუსტად ისეთივე სიცრუე, როგორიც გიგი უგულავას გათავისუფლება რეჟიმის წელში გადატეხა კი არა, თავისუფალი სასამართლოს ზეიმია.

 

და საერთოდ, რომელ რეჟიმზე საუბრობენ?! ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს რა ვუთხარი მე. გიგი უგულავას რომ გარეთ გამოუშვებ, ეს არის რეჟიმი? თუ ის, რომ გიგა ბოკერია დღეს ციხეში არ ზის და სააკაშვილი გაქცეულია?!

 

„ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ ბუნებრივად დაიშლება. ეს პროცესი დღეს აქტიურ ფაზაში გადავიდა და მალე ვიხილავთ ფინალს!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.  

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი