logo_geo
რატომ და როგორ ქმნის სიყვარულს შიში?
- +

20 აგვისტო. 2018. 03:30

 

...ბავშვობიდან მახსოვს ჩემს ოჯახში მიმდინარე მსჯელობები...რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ყველაზე ხშირად იყო ფილოსოფიური განსჯის საგანი....

 

ოპოზიციური აზრები არასოდეს მიჭირდა და ამიტომაც მთხოვდნენ დამესაბუთებინა....

 

არგუმენტირება კი მასწავლა ამ მიდგომამ, მაგრამ ახლაც მახსოვს რამოდენიმე საკითხი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი, თუმცა ვერც საპირისპიროს ვამტკიცებდი და არც მოცემულობა მესმოდა....

 

აი, მაგალითად:

‘შიში შეიქმს სიყვარულსა“...

 

გასაგებია, რომ ვეფხისტყაოსანი პირდაპირ გასაგები ნაწარმოები არაა,

ისიც ძნელად წარმოსადგენია, ავტორს ფასეულობებში ქონდეს ‘პრობლემა“,

 

აბა რა ხდება? რატომ და როგორ ქმნის სიყვარულს შიში???

და მივხვდი.........30წლის შემდეგ:)

 

ფსიქოლოგიურ მიდგომებში შიში და სიყვარული ერთმანეთის საპირწონე გრძნობებად აღიქმება და ამავდროულად ერთმანეთის შთამნთქველად - ორივე ერთად ვერ იმეფებს...ანუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ან შიშით შეიძლება იყო შეპყრობილი ან სიყვარულით გაბრწყინებული...

 

სიყვარულში არ ვგულისხმობ 1 ვინმე საპირისპირო სქესის არსება რომ გიყვარს და თანაც ისე, რომ ის შენი სიყვარულისაგან უკვე გარბის ან გაიქცა და შენ „მისდევ“( ანუ ავადმყოფური მიჯაჭულობა), რადგან გგონია რომ მის გარეშე შენი ფილტვი არ გაიხსნება , ანუ ვერ ისუნთქებ...

 

სიყვარულში არც იმას ვგულისხმობ შვილი ( ან ოჯახის წევრი) ისე რომ „უყვართ’ , რომ იმ უკანასკნელს დედამიწაზე საკეთებელს აღარ უტოვებენ და შესაბამისად სრული უმოქმედობისათვის წირავენ - მის მაგივრად ღეჭავენ, ყლაპავენ, შოულობენ და ცოლიც მოყავთ ლამის....

 

მე იმ სიყვარულს ვგულისხმობ - თქვენი სულიერ მდგომარეობა რომ ქვია ...შეყვარებული მდგომარეობა...

როცა შესუნთქვა გიხარია, ისე, უბრალოდ...

როცა აქ ხარ და ახლა და რეალურად ბედნიერი ხარ იმით რაც გაქვს....

როცა ცის და ზღვის ფერის სიღრმისაგან შესაძლოა ცრემლი მოგადგეს....

სიყვარული- რომელიც ღმერთია და ღმერთი, რომელიც სიყვარულია....

როგორც ბნელიდან იქმნება ნათელი,

როგორც წყენა არის აუცილებელი პირობა პატიების არსებობისა....

როგორც ღალატი გარდაუვალი განსაცდელია ერთგულების გამოსავლენად...

 

შიში და დაუცველობის განცდა - ეს ის წინაღობაა, რომლის დაძლევაც ქმნის სიყვარულს თქვენში....

შიში შეიქმს სიყვარულსა:)

დაძლიეთ შიში და სიყვარულს ეზიარებით...

დილასიყვარულისა

 

ხათუნა მუზაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი