logo_geo
კოკა ყანდიაშილი: ჩერგოლეიშვილი რომ დაენიშნათ დირექტორად, ხომ გაგიხარდებოდათ?
- +

9 იანვარი. 2017. 16:17


 

 

 

„რაოდენ კარგი მმართველიც არ უნდა ჰყავდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არაფერი ეშველება, თუ ლევან რამიშვილისა და „თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ დაწერილი კანონი არ შეიცვლება", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა. მისი აზრით, მაუწყებლის შესახებ კანონი თავიდან ბოლომდე ადამიანური ენით არის დასაწერი.


„იმ ტიპებს გადაეცით, რომლებიც ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ გამოვარდნენ - რაღა ეშველება ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელსო? - ვაი, თქვენს პატრონს! ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის დირექტორადაც ჯერ თამარ კინწურაშვილი აირჩიეთ, მერე კი გია ჭანტურია. მათ შემდეგ ვასილ მაღლაფერიძე რომ არ მოგეწონება, ე.ი. ვერ ხარ ჯანმრთელად და საღად! თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაენიშნათ დირექტორად, ხომ გაგიხარდებოდათ? აი, ეს არის სიმართლე. უნაკლო დიმიტრი გელოვანი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის...

 

და მაინც, რაოდენ კარგი მმართველიც არ უნდა ჰყავდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არაფერი ეშველება, თუ ლევან რამიშვილისა და „თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ დაწერილი კანონი არ შეიცვლება. კანონში პირდაპირ არის ჩადებული, რომ ეს ტელევიზია უნდა იყოს არაკონკურენტუნარიანი.

 

მაუწყებლის შესახებ კანონი თავიდან ბოლომდე ადამიანური ენით არის დასაწერი! ფაქტია, რომ დღეს სავალალო მდგომარეობაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე", - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი