logo_geo
მამულიჩა: შვილიშვილმა კი არ დამაბერა, გამაახალგაზრდავა!
- +

22 აგვისტო. 2018. 00:58

 

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, 47 წლის ასაკში ბაბუა გახდა. „ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი, პატარა მამულიჩა მოევლინა ქვეყანას“, - ახარა თავის მეგობრებს ახალბედა ბაბუამ სოციალური ქსელით.

 

პატარა მამულიჩა მამას უფროსმა შვილმა, ნიკოლოზმა, აჩუქა, რომელიც მამულაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თავისი ემოციები აწ უკვე უფროსმა მამულიჩამ „სარკეს“ გაუზიარა.

 

„როცა ალექსანდრე დაიბადა, ბათუმში ვიყავი. დილის 6 საათი იყო და პირველივე რეისით გამოფრინდი თბილისში. შვილიშვილი ძალიან საყვარელი ყოფილა. ჯერ ხელში ვერ ავიყვანე, გვერდიდან ვუყურებ. მეშინია, რამე არ ვატკინო. შვილიშვილი ახალი სტიმულია ჩემს ცხოვრებაში. ალექსანდრეს დაბადებამ და ბაბუის სტატუსმა უფრო გამაახალგაზრდავა. ლელაც ძალიან გახარებულია - ბებია გახდა“, - განაცხადა მამულიჩამ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი