logo_geo
მარინა კახიანი ბიძინა ივანიშვილზე: ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!
- +

9 იანვარი. 2017. 18:54

 



„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დაფინანსება შეგიწყვიტათ, მერე კი ეს ამბავი არ გამართლდა და ყველაფერი გაირკვა. თქვენ რა რეაქცია გქონდათ ამ აჟიოტაჟზე?" - აღნიშნული შეკითხვით „თბილისელებმა" მსახიობ მარინა კახიანს მიმართა.


„ეს ჭორი ყოველ წელს არის. გამოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ადრე ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული გვქონდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომელთაც სხვა პროფესია არ გვაქვს, გვერდით დაგვიდგა.

 

თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ არ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!" - განაცხადა მარინა კახიანმა „თბილისელებთან" ინტერვიუში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი