logo_geo
მამუკა არეშიძე: უგულავამ პატრიარქს უყვირა... 2012 წელს კი საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა...
- +

9 იანვარი. 2017. 22:16


 

 

„რაც შეეხება თავად უგულავას, ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა, გახსოვთ, ალბათ, ის სტიქაროსანი იყო, შემდეგ საეკლესიო განათლებაც მიიღო, თუმცა, როცა სჭირდებოდა, არად დაგიდევდათ საეკლესიო ნორმებს და ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებასაც მუდმივად სათავისოდ ცდილობდა",- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინერვიუში საუბრობს. არეშიძე თბილისის ყოფილ მერთან დაკავშირებით რამოდენიმე ფაქტს იხსენებს.


„ვინმეს დაავიწყდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგულავამ პატრიარქს უყვირა, 2012 წელს კი საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა, რომლის სრული ვერსია, როგორც მახსოვს,  გაზეთმა „კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა. ნიშანდობლივი იყო მისი ერთი ფრაზა, რომელიც ციხიდან გამოსვლის დღეს თქვა და რაც ასევე მისი რწმენის მორალს უკავშირდება, განაცხადა, საქართველოში დადგა დრო, როდესაც სამართალზე უფრო მნიშვნელოვანი მოწყალებააო. გამოდის, ეს ადამიანი სიტუაციას ირგებდა ისე, როგორც სჭირდებოდა, თუმცა ვერ დაუკარგავთ იმას, რომ ნიჭიერი კაცია და განათლებაც კარგი აქვს, შესაბამისად, უფრო რთულია მასთან ურთიერთობა",- აღნიშნა არეშიძემ. 


 

big_banner
არქივი