logo_geo
უცნობი ფაქტები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან
- +

10 იანვარი. 2017. 00:24

 

 

მხიარული და შრომისმოყვარე ზურაბ ჟვანია

 

ბავშვობაში ზურა ჟვანიას ხან მსახიობი უნდო­და გა­მო­სუ­ლი­ყო, ხა­ნაც - მწე­რა­ლი. ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტა, ცხო­ვე­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი - ეთო­ლო­გი გამ­ხ­და­რი­ყო. სხვა­დას­ხ­ვა დროს მათ სახ­ლ­ში უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი ბი­ნად­რობ­და. ჰყავ­დათ: ზა­ზუ­ნე­ბი, ძაღ­ლე­ბი, ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ აკ­ვა­რი­უმ­ში, თეთ­რი ვირ­თხე­ბი, გველ­ხო­კე­რა, ფრთა­მო­ტე­ხი­ლი არ­წი­ვი, შხა­მი­ა­ნი პა­ტა­რა გვე­ლე­ბიც... ერ­თხანს ცდი­ლობ­და, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­ე­თავ­სე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ზე შე­ა­ჩე­რა. გა­ვიხ­სე­ნოთ ზუ­რა ჟვა­ნია მი­სი ახ­ლობ­ლე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით...


ზუ­რას პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა

რე­მა ჟვა­ნია:

 

„ზუ­რას სიყ­ვა­რულს სამ­შობ­ლო­სად­მი, ალ­ბათ, ისიც გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე ფე­ხით ჰქონ­და შე­მოვ­ლი­ლი, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი მა­მა­მის­მა ჩა­უ­ყა­რა. თბი­ლის­ში გა­ვი­ზარ­დე, სო­ფე­ლი თვა­ლით არ მე­ნა­ხა. ეტყო­ბა, ბუ­სამ გა­დაწყ­ვი­ტა ამ "ხარ­ვე­ზის" გა­მოს­წო­რე­ბა და ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი სულ ფე­ხით შე­მო­მა­ტა­რა. ცხოვ­რე­ბის წე­სად გვექ­ცა, ყო­ველ შა­ბათს ან კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვით. პირ­ვე­ლად, რო­ცა ზუ­რა ასე "გა­ვა­სე­ირ­ნეთ", 8 თვი­სა იყო. იმ­ხა­ნად წყნეთ­ში, ბი­ძა­ჩე­მის აგა­რაკ­ზე ვის­ვე­ნებ­დით. იქი­დან ბე­თა­ნი­ა­ში ფე­ხით გა­და­ვე­დით. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ფიც­რი­თა და მსხვი­ლი ღვე­დე­ბით "კენ­გუ­რუს" მსგავ­სი მოწყო­ბი­ლო­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლის­თ­ვი­საც ლე­ი­ბი შევ­კე­რე. ჩავ­ს­ვით ბავ­შ­ვი, მო­ვი­კი­დეთ ზურ­გ­ჩან­თე­ბი და გა­ვუ­ყე­ვით გზას. დი­ლა­ად­რი­ან გა­ვე­დით, შე­ღა­მე­ბი­სას დავ­ბ­რუნ­დით - ეს ზუ­რას პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა გახ­ლ­დათ".


აფ­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის გეგ­მა

და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე:

 

„ზუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას ყვე­ლა აღი­ა­რებს. მე, რო­გორც თა­ნაკ­ლა­სელ­მა, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე გა­მო­ხა­ტუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. სკო­ლა­ში სწავ­ლის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ვიდ­რე მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი. თუ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი მა­ინ რი­დის ან ჟი­ულ ვერ­ნის კითხ­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და, ზუ­რა უკ­ვე კარ­გად იც­ნობ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, ზე­პი­რად ახ­სოვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო­თა სიმ­ბო­ლი­კა, გერ­ბი, დრო­შა.

გან­სა­კუთ­რე­ბით იტა­ცებ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ამ­ბე­ბი და ახ­ლის ძი­ე­ბა. მი­სი შთა­გო­ნე­ბით, ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რე­ბი ვოც­ნე­ბობ­დით დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი აფ­რი­კის სა­ვა­ნებ­ში მოხ­ვედ­რა­ზე, რაც იმ­ჟა­მად საბ­ჭო­თა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. მე­ოთხე კლას­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ზუ­რას ინი­ცი­ა­ტი­ვით, ცნო­ბი­ლი მოგ­ზა­უ­რის, ტურ ჰე­ი­ერ­და­ლის მი­ბაძ­ვით ტი­ვის აგე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დით, რომ ტი­ვით თბი­ლი­სი­დან აფ­რი­კა­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სო­ხუ­მამ­დე ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ რო­მე­ლი­მე გემ­ზე ავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით და ტრი­უმ­ში და­მა­ლუ­ლებს, აფ­რი­კამ­დე მიგ­ვეღ­წია. ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სჭირ­დე­ბო­და. სო­ხუ­მამ­დე მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბის პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლი გვქონ­და. გე­მით მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის კი საგ­ზ­ლად, ბლო­მად ორ­ცხო­ბი­ლა უნ­და წაგ­ვე­ღო. ამ მიზ­ნით, ზუ­რამ დე­დას, ქალ­ბა­ტონ რე­მას 10 მა­ნე­თი სთხო­ვა. დე­დის შე­კითხ­ვა­ზე: რის­თ­ვის გჭირ­დე­ბაო? უპა­სუ­ხა, - ორ­ცხო­ბი­ლის სა­ყიდ­ლა­დო. პა­სუხ­მა ქალ­ბა­ტო­ნი რე­მა, რა თქმა უნ­და, და­ა­ეჭ­ვა - ამ თან­ხით ხომ უამ­რა­ვი ორ­ცხო­ბი­ლის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და. ამის შემ­დ­გომ, ზუ­რა გულ­წ­რ­ფე­ლად მო­უყ­ვა ჩვენს გან­ზ­რახ­ვა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, აფ­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის გეგ­მაც დრო­ე­ბით გა­და­ი­დო".

 

პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია

და­ვით გუ­გუშ­ვი­ლი:


„ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ო­ცა­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ზუ­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბით, ნი­ჭი­ე­რე­ბით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და სი­ლა­ღით. მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტ­მა შეძ­ლო ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი და ასე­ვე, პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ეთო­ლო­გი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია შე­ექ­მ­ნა. ამას მარ­თ­ლაც, პო­ლი­ტი­კო­სის ტა­ლან­ტი სჭირ­დე­ბო­და. რად­გან სტუ­დენ­ტუ­რი ერ­ქ­ვა, იქ სტუ­დენ­ტებს უნ­და ემუ­შა­ვათ ენ­თუ­ზი­აზ­მის ხარ­ჯ­ზე. ზუ­რას კი ნამ­დ­ვი­ლად შე­ეძ­ლო ენ­თუ­ზი­აზ­მით ხალ­ხის ან­თე­ბა. შეკ­რი­ბა ათი­ო­დე პირ­ველ­კურ­სე­ლი და და­ა­საქ­მა.


მღრღნე­ლე­ბის ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დია. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო "შა­ვი სა­მუ­შა­ო" - მი­წის ხში­რი ცვლა უზარ­მა­ზარ საც­დელ აკ­ვა­რი­უ­მებ­ში. 30-40 ვედ­რო საკ­მა­ოდ შო­რი მან­ძი­ლი­დან ხე­ლით უნ­და ეზი­დათ. ხში­რად ჩავ­დი­ო­დით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და და თან, დროს ვკლავ­დით. ზუ­რა ღი­ზი­ან­დე­ბო­და, რად­გან მომ­თხოვ­ნი იყო და სტუ­დენ­ტებს შო­რის დის­ციპ­ლი­ნა მა­ღალ დო­ნე­ზე ჰქონ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი, ჩვენ კი უსაქ­მუ­რი ლაზღან­და­რო­ბით ავ­ტო­რი­ტეტს ვუ­ფუ­ჭებ­დით. ერ­თი-ორ­ჯერ გვთხო­ვა, მი­წის მო­ტა­ნა­ში მივ­ხ­მა­რე­ბო­დით. შორს და­ვი­ჭი­რეთ. ბან­ქოს თა­მაშს რომ ვიწყებ­დით, სულ გიჟ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გვი­ხერ­ხებ­და. ერ­თხელ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვე­დით და კარ­ტის თა­მა­ში და­ვა­პი­რეთ. მო­დი, მეც ვი­თა­მა­შე­ბო, - თქვა. გაგ­ვიკ­ვირ­და, რად­გან კარტს ვერ იტან­და და არც იცო­და წე­სი­ე­რად. ოღონდ, - სურ­ვი­ლებ­ზე ვი­თა­მა­შოთ. თუ წა­ვა­გებ, სა­მი­ვეს სა­თი­თა­ოდ შე­გის­რუ­ლებთ სურ­ვილს, თუ მო­ვი­გე, მა­შინ სა­მი­ვემ მე შე­მის­რუ­ლე­თო.


მოკ­ლედ, აგებს და აგებს: ხან მღე­რის, ხან ლექსს ამ­ბობს, ხან ბუქ­ნავს. ჩვენც უკ­ვე და­ვი­ღა­ლეთ სურ­ვი­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბით, რომ ერ­თხე­ლაც გა­უ­მარ­თ­ლა და მოგ­ვი­გო. მა­შინ­ვე წა­მოხ­ტა: აბა, ახ­ლა­ვე აიღეთ ვედ­რო­ე­ბი, ნიჩ­ბე­ბი და მი­წა გა­მოც­ვა­ლე­თო! რა­ღას ვი­ზამ­დით, საქ­მეს შე­ვუ­დე­ქით. მას შემ­დეგ, ზუ­რა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აღარ შეგ­ვი­წუ­ხე­ბი­ა".


სა­ხე­ლი

ალა ტო­კა­ჩი­რო­ვა:

 

„ი­ან­ვ­რის პირ­ველ რიცხ­ვებ­ში მე­გო­ბარ­თან შე­ვირ­ბი­ნე ახა­ლი წლის მი­სა­ლო­ცად. თა­ნაც, მო­ვი­ნა­ხუ­ლე და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლი მი­ვუ­ლო­ცე ოჯა­ხის ახალ წევრს, წი­ნა წლის 9 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს. ის უკ­ვე მე­ოთხე კვი­რა­ში იყო, მაგ­რამ ჯერ სა­ხე­ლი არ ჰქონ­და. მის­მა მშობ­ლებ­მა, რე­მამ და ბუ­სამ ვე­რაფ­რით შე­არ­ჩი­ეს შე­სა­ფე­რი­სი სა­ხე­ლი. დავ­ს­ხე­დით და ფიქ­რი და­ვიწყეთ. რო­დე­საც სა­ხე­ლი ზუ­რი­კო ვახ­სე­ნე, მშობ­ლებ­მა ერ­თ­მა­ნეთს შე­ხე­დეს და ერ­თ­დ­რო­უ­ლად თქვეს: ზუ­რა­ბი შე­იძ­ლე­ბა, რა­ტო­მაც არაო! შემ­დეგ რე­მამ დას­ძი­ნა: ოღონდ, ზუ­რი­კო კი არა, ზუ­რაო!.. შემ­დეგ ზუ­რა "დე­დი­კოს" მე­ძახ­და, მე კი მას "შვი­ლი­კო­თი" მივ­მარ­თავ­დი".


ორ­ვი­ე­ტოს ტაძ­რის ფრეს­კე­ბი

რუ­სუ­დან ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე:

 

„ი­ტა­ლი­ა­ში ელ­ჩად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად დამ­რ­ჩა ზუ­რა ჟვა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი სრუ­ლი­ად არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ეპი­ზო­დი: რომ­ში საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის დროს, რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ა­თი გაგ­ვიჩ­ნ­და და ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა მო­ინ­დო­მა წას­ვ­ლა ორ­ვი­ე­ტო­ში, რა­თა და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ქა­ლა­ქი და ტა­ძარ­ში ლუ­კა სი­ნი­ო­რე­ლის ახ­ლად აღ­დ­გე­ნი­ლი ფრეს­კე­ბი ენა­ხა.

შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვი და ეს ეპი­ზო­დი, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და, სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნე. რომ­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სათ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი სა­ხუ­მა­რო ტეს­ტი მო­ვი­გო­ნე და სხვა ქვეყ­ნე­ბის მე­გო­ბარ ელ­ჩებს ვე­კითხე­ბო­დი, - თქვენ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა თუ იცის, ვინ იყო ლუ­კა სი­ნი­ო­რე­ლი და რა სი­უ­ჟე­ტის ფრეს­კე­ბი­თაა მო­ხა­ტუ­ლი ორ­ვი­ე­ტოს ტა­ძა­რი-მეთ­ქი? ვერც ერ­თ­მა ელ­ჩ­მა ვერ გა­იხ­სე­ნა მსგავ­სი რამ, მე კი გულ­წ­რ­ფე­ლად ამა­ყი ვი­ყა­ვი, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას გა­უ­მარ­თ­ლა და ჰყავს ფარ­თოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი, რო­მე­ლიც საქ­მის კე­თე­ბას­თან ერ­თად, ერ­კ­ვე­ვა ხე­ლოვ­ნე­ბის ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რულ, მაგ­რამ რა­ფი­ნი­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ში და მის­თ­ვის სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ნი მა­ტე­რი­ა­ლურს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა".


ჟვა­ნი­უ­რა და გო­გა­ლე პა­პა

ეთერ მა­ი­საშ­ვი­ლი:

 

„ზუ­რა თა­ვი­სუ­ფალ დროს იპო­ვი­და თუ არა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იწყებ­და მოგ­ზა­უ­რო­ბას. უფ­რო მთა უყ­ვარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ­შე­თი. პირ­ვე­ლად თუ­შეთ­ში ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი სო­ფე­ლი ხა­ხა­ბო იყო. იქ დავ­ბი­ნავ­დით ერ­თი თუ­შის, გო­გა­ლე პა­პას ოჯახ­ში. სექ­ტემ­ბე­რი იყო და თუ­შე­ბი უკ­ვე ალ­ვან­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. გო­გა­ლე პა­პა ამ­ბობ­და, - შარ­შან მე, ჩემ­მა ცოლ­მა და მე­ზობ­ლის ქალ­მა ანამ ზამ­თა­რი აქ გა­ვა­ტა­რეთ, მთე­ლი სო­ფე­ლი მხო­ლოდ ჩვენ ვი­ყა­ვი­თო. მა­შინ მთე­ლი გაღ­მა-გა­მოღ­მა თუ­შე­თი მო­ვი­ა­რეთ. სოფ­ლებ­ში ზუ­რა ხვდე­ბო­და თუ­შებს და ყვე­ლას ყუ­რადღე­ბით უს­მენ­და. რომ მო­სა­ღა­მოვ­დე­ბო­და, სუფ­რას შე­მო­უს­ხ­დე­ბოდ­ნენ და ქე­ი­ფი იწყე­ბო­და. ანა უკ­რავ­და გარ­მონს და მღე­რო­და. არა­ვინ ამ­ქ­ვეყ­ნად არ იცის ისე­თი მოლ­ხე­ნა და არა­ვინ არის ისე­თი მე­ი­ნა­ხე, რო­გო­რიც ზუ­რა იყო. თუ­შე­ბი მი­სით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და რო­გორც კი წა­მო­ვე­დით, ხა­ხა­ბოს ჟვა­ნი­უ­რა შე­არ­ქ­ვეს. ასე ეძახ­დ­ნენ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.


შემ­დეგ ზუ­რა და გო­გა­ლე პა­პა ძა­ლი­ან და­მე­გობ­რ­დ­ნენ. ერ­თხელ ზუ­რა მე­უბ­ნე­ბა (უკ­ვე აღარ იყო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და აღარც წყნეთ­ში ცხოვ­რობ­და): წუ­ხელ გო­გა­ლე, მი­სი შვი­ლი და რძა­ლი სტუმ­რად გვეწ­ვივ­ნენ. მე­რე ისე მოხ­და, რომ ჩვენ­თან დარ­ჩ­ნენ. რა უნ­და გვექ­ნა, ნი­ნო და ბავ­შ­ვე­ბი ნუ­ნუს­თან წა­ვიდ­ნენ, გო­გა­ლე ჩემ გვერ­დით სა­წოლ­ზე იწ­ვა, მი­სი შვი­ლი და რძა­ლი - დე­და­ჩე­მის სა­ძი­ნე­ბელ­ში, რე­მა ბავ­შ­ვე­ბის სა­წოლ­ზეო, - ამას ამ­ბობ­და და იცი­ნო­და. - რა გა­ცი­ნებს, ადა­მი­ა­ნო? - ვე­უბ­ნე­ბი: - კა­ცი ამ­დე­ნი წე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე იყა­ვი, ბე­ბი­ა­შე­ნის სახ­ლ­ში ცხოვ­რობ, ორი კა­ცის­თ­ვის ღა­მე ვერ გა­გი­თე­ნე­ბია და არ იფიქ­რებ­და გო­გა­ლე, ეს ჟვა­ნია სუ­ლე­ლი ყო­ფი­ლაო? - იმან რა იფიქ­რა, არ ვი­ცი, მაგ­რამ წუ­ხელ გო­გა­ლეს ხვრინ­ვის ფონ­ზე, ეს მე თვი­თონ გა­ვი­ფიქ­რეო, - ამ­ბობ­და და სი­ცილს ვერ იკა­ვებ

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი