logo_geo
„ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
- +

1 სექტემბერი. 2018. 01:52

 

ავი­ა­კომ­პა­ნია „ურა­ლის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ კუთ­ვნილ­მა თვითმფრი­ნავ­მა მოს­კოვ­ში ავა­რი­უ­ლი დაშვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ბორტგამცილე­ბელს სა­ხე­ში გა­არ­ტყა და ხმა­მაღ­ლა და­იყ­ვი­რა, რომ თვითმფრი­ნავ­ში ბომ­ბია. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მგზავ­რებს და ეკი­პაჟს უმ­ტკი­ცებ­და, რომ ავი­ა­ლა­ი­ნე­რი მალე აფეთქდებო­და.

 

25 წლის სტუ­დენ­ტი, ეროვ­ნე­ბით ტა­ჯი­კი დავ­ლატ­კა­და­მო­ვი თავს და­ეს­ხა ბორტგამ­ცი­ლე­ბელ ქალს, შემ­დეგ კი ყვე­ლას მო­უ­წო­და, ელო­ცათ.

ილო­ცეთ! ილო­ცეთ ალა­ჰის წი­ნა­შე! თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდე­ბა!“ - ჰყვი­რო­და დავლატ კადამოვი.

 

Airbus A321 ჟუ­კოვ­სკის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნის შემ­დეგ მა­ლე­ვე უკან დაბ­რუნ­და. თვითმფრინა­ვი მოს­კო­ვი­დან ტა­ჯი­კე­თის დე­და­ქა­ლაქ დუ­შან­ბე­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო.

 

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ სტუ­დენ­ტის შე­ჩე­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხეს და ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი და­უ­ბეს.

 

 

თვითმფრი­ნა­ვის დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე დავ­ლატ­კა­და­მო­ვი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქმე ავი­ა­ხო­მალ­დის ბორტზე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

 

ტა­ჯი­კი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ომ­სკში მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა, უარს ამ­ბობს ალკოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­როს.

 

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვითმფრი­ნავს 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­დნენ. ბორტზე ბომ­ბი არ აღმოჩ­ნდა, ამი­ტომ ავი­ა­ლა­ი­ნერ­მა რე­ი­სი დუ­შან­ბეს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც განახორ­ცი­ე­ლა.

და­კა­ვე­ბუ­ლის მამა, რო­მე­ლიც დუ­შან­ბე­ში მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ მის­მა შვილ­მა რუ­სეთს მოქალაქე­ო­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

 

სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბა­ზე მას უარი უთხრეს. ორი კვი­რის წინ ვე­ლა­პა­რა­კე, ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო,“ - ამ­ბობს სა­იდ­კა­დამ დავლატკადამო­ვი.

 

„ურა­ლის ავი­ა­ხა­ზებ­ში“ ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდა­რის გამო არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ექ­სტრმა­ლუ­რი დაშ­ვე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯია და ამი­ტომ, გვაქვს უფ­ლე­ბა ზა­რა­ლის­თვის მა­მა­კაცს ვუ­ჩივ­ლოთ,“ - ამ­ბობს მე­დი­ას­თან ავი­­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი