logo_geo
„ბავშვი 11 წლის დამრჩა, მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება
- +

1 სექტემბერი. 2018. 03:39

 

თქვე­ნი არ ვიცი და მე პირ­ვე­ლად ვე­სა­უბ­რე 70 წლის სტუ­დენტს და ან­და­ზის - „სწავ­ლა სიბერედეო” სის­წო­რე­შიც დავ­რწმუნ­დი. გი­ორ­გი მი­ქა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნივერსიტეტის სტუ­დენ­ტია და მი­აჩ­ნია, რომ ეს სენ­სა­ცია სუ­ლაც არ არის. ადა­მი­ა­ნი მეტი განვი­თა­რე­ბის­კენ მუდ­მი­ვად უნდა ის­წრა­ფო­დეს.

 

ჩვენ ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბას თან­მიმ­დევ­რუ­ლად გავ­ყე­ვით, ამ­ბობს, რომ ახალგაზრდობაში რუ­სეთ­ში ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, მათ შო­რის, ეკონომიკუ­რი ფა­კულ­ტე­ტი.

 

რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და ყვე­ლა ეტა­პი - ბაღი, სკო­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ მაქვს გავ­ლი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი, მა­შინ აქ რთუ­ლი პე­რი­­დი იწყე­ბო­და. მა­მი­დამ ბინა და­მი­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, თუმ­ცა გადმოს­ვლის სურ­ვი­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და. მე მინ­დო­და, მაგ­რამ მე­უღ­ლეს ამის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და.

 

ჩვენ შო­რის სხვა გა­­გებ­რო­ბას ესეც და­­მა­ტა და დავ­შორ­დით... 5 წლის შვი­ლი მას­თან დავ­ტო­ვე. რა­ღაც პე­რი­­დი მათ­თან კონ­ტაქ­ტი კი მქონ­და, მერე სა­ერ­თოდ და­­კარ­გნენ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი მათ­ზე. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გა­თხო­ვი­ლა, უცხო­ელს გაჰ­ყო­ლია, გვა­რიც შე­უც­ვლია და ვე­ღარ ვპო­­ლობ­დი... 22 წლის შემ­დეგ ჩემ­მა ვაჟ­მა თა­ვად მომ­ძებ­ნა", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი მი­ქა­ძე.

 

მას კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მე­უღ­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. ქალი გერ­მა­ნე­ლი ყო­ფი­ლა და მას­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა, თუმ­ცა 10 წლის წინ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი დაქვრივ­და:

 

ბავ­შვი 11 წლის დამ­რჩა, ცოლი აღარ მო­ვიყ­ვა­ნე და მარ­ტომ გავ­ზარ­დე. ჩემი კოტე ივ­ნის­ში 22 წლის გახ­და, კარ­გი ბი­ჭია, ახლა ცო­ლიც მო­იყ­ვა­ნა... უფ­რო­სი ვაჟი კი ინ­გლის­შია გაზ­რდი­ლი" - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

 

გი­ორ­გი მი­ქა­ძემ თბი­ლის­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­კურ­სში - იმ დროისთვის ახ­ლად­გახ­სნილ "რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში" კად­რებს არ­ჩევ­დნე­ნო.

"ჩემი ნაშ­რო­მი მო­­წო­ნეს და ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის, ომარ მხე­­ძის მო­ად­გი­ლე გავ­ხდი. მერე სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ კუ­რორ­ტებს კუ­რი­რებ­და, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ გა­და­მიყ­ვა­ნეს. სწო­რედ მა­შინ გა­იხ­სნა კუ­რორ­ტი გუ­და­­რიც, მახ­სოვს, 1988 წლის 5 მა­­სი იყო. მა­ნამ­დე სომ­ხე­თის მი­წისძვრის შემ­დგო­მი სა­რე­­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­­ბის აქ­ტი­­რი მო­ნა­წი­ლეც ვი­ყა­ვი, მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, კო­ჯორ­ში დევ­ნი­ლე­ბის­თვის სა­ნა­ტო­რი­­მი, სკოლა გავ­ხსე­ნი... იმის მერე 90-იანი წლე­ბიც და­­წყო, დავ­კარ­გე თა­ნამ­დე­ბო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი," - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი.

90-იან წლებ­ში, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბას ბარ­ში დაკ­ვრით გა­და­ურ­ჩა. ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან, რო­გორც უამ­რა­ვი მისი თა­ნა­ტო­ლი, რო­კით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ეს და­ეხ­მა­რა.

"ირ­ლან­დი­ურ ბარ­ში ამე­რი­კულ, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან მუ­სი­კას ვუკ­რავ­დი. პე­რი­­დუ­ლად ექსკურსი­­ბის ჩა­ტა­რე­ბაც და­ვი­წყე, ვმუ­შა­ობ­დი სა­ექ­სკურ­სიო ბი­­რო­ში" - აღ­ნიშ­ნავს 70 წლის გი­ორ­გი მი­ქა­ძე, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ცოტა ხნის წინ დად­გა, თუმ­ცა სტუ­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლი დიდი ხა­ნია ჰქონ­და:

"7 წლის წინ, მო­­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტი და­მე­მარ­თა. ჩემი შვი­ლი გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავლობ­და, კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა იყო, რომ გერ­მა­ნი­­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ 9 კლა­სი და­ამ­თავ­რა და ისე, რომ არ ვი­ცო­დი, სწავ­ლა "იკა­როს­ში" და­­წყო, სას­წავ­ლე­ბელ­ში, რომელიც ტუ­რიზ­მის­თვის სა­ჭი­რო კად­რებს ამ­ზა­დებს. სა­რეს­ტორ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავლობ­და, მიმ­ტა­ნა­დაც მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა­ნა­­რად მეხ­მა­რე­ბო­და, რომ ფეხ­ზე დავმდგარიყავი. მეხ­მა­რე­ბო­და უფ­რო­სი ვა­ჟიც.

ერთ დღე­საც, კო­ტემ მი­თხრა - ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ით, დეპ­რე­სი­­ში რომ არ იყო, გა­სარ­თო­ბი გჭირ­დე­ბა. წიგ­ნე­ბის კი­თხვა გიყ­ვარს და მოდი, სას­წავ­ლე­ბელ­ში ერ­თად ჩა­ვა­ბა­როთ. მე სარესტორ­ნო­ზე ვის­წავ­ლი, შენ - გი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თო. ეს 4 წლის წინ იყო, 66 წლის ვიყავი... მოკ­ლედ, ჩა­ვა­ბა­რე და მოვ­ხვდი. მე გი­დე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, კოტე - ბარ­მე­ნე­ბის" - გვიყვე­ბა ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და დას­ძენს, რომ იქი­დან და­ი­წყო სა­ოც­რე­ბა, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა - დაბ­რუ­ნე­ბა ისევ ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ხვდე­ბი, რის­თვის ცხოვ­რობ, რის­თვის იღ­ვი­ძებ, კი­დევ რა გჭირ­დე­ბა.

"სა­ერ­თოდ, საქ­მე ცვლის ადა­მი­ანს, მით უმე­ტეს საყ­ვა­რე­ლი საქ­მე... ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, სა­შუ­­ლე­ბა ჰქონ­დათ, სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­დე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. სა­დაც ჩუ­მად ჩა­ვა­ბა­რე, გა­ირ­კვა, რომ 100 კაცი იყო მსურ­ვე­ლი და მათ­გან 10 მოვ­ხვდით... ახლა უკვე მე­სა­მე კურ­სზე გა­დავ­დი­ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა 70 წლის სტუ­დენ­ტი.

თა­ნა­კურ­სე­ლებ­თან თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლა - ცოტა დამ­ცი­ნა­ვი, ცი­ნი­კუ­რი დამო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუმ­ცა, მის­თვის მთა­ვა­რი მა­ინც მას­წავ­ლებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. პედა­გო­გე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი სი­ბე­ჯი­თი­თა და მონ­დო­მე­ბით. ახლა სა­კუ­თა­რი ინიციატი­ვით, გი­დო­ბის პრაქ­ტი­კა­საც გა­დის.

გი­ორ­გი მი­ქა­ძე სა­უ­ბარ­ში იმა­საც გვიმ­ხელს, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ინ­ფარ­ქტიც გადაუტა­ნია, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ვის­თვის გა­უმ­ხე­ლია, ზამ­თრის არ­და­დე­გებს დაემთხვაო.

"მი­­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რს უთ­ქვამს, ზოგს გა­­ფიქ­რე­ბია და არ უთ­ქვამს - რა დროს შენი სწავლა­აო? ჩემი პა­სუ­ხი ასე­თია: "არ მიყ­ვარს წა­გე­ბა და წა­გე­ბუ­ლი ადა­მი­­ნე­ბი, ცხოვ­რე­ბამ მიჩვე­ნა და მირ­ჩევ­ნია, მოვ­კვდე და­ფას­თან, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას, ან ნარ­დის თამაში­სას. ის კი არა, ახლა ტუ­რო­პე­რა­ტო­რო­ბის სწავ­ლა მინ­და და ალ­ბათ ამ მი­მარ­თუ­ლებ­თაც გავ­ნაგ­რძობ ცოდ­ნის მი­ღე­ბას. უნდა მოვ­სინ­ჯო ძა­ლე­ბი.

ახალ­გაზ­რდებს და სა­ერ­თოდ ყვე­ლას მინ­და ვურ­ჩიო, ჩვენს ქვე­ყა­ნას ახლა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა უშ­ვე­ლის, სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლა... ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლიც მალე და­­წყე­ბა და წარმატებები მინ­და ვუ­სურ­ვო სტუ­დენ­ტებს!"

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი