logo_geo
დონალდ ტრამპი: ქვეყანაზე არაფერი მიყვარს ისე, როგორც ქალები
- +

18 ნოემბერი. 2016. 19:01



გაზეთი „პრაიმტაიმი" ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამონათქვამებს აქვეყნებს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცლდა:



1. შავკანიანი ბიჭები ჩემს ფულებს ითვლიან. ამას ვერ ვიტან. მინდა, რომ ჩემს ფულებს ითვლიდნენ არცთუ ისე მაღალი ბიჭები, რომლებიც ბაზრობაზე დადიან.

2. მექსიკა ჩვენ თავის საუკეთესო ხალხს არ გვიგზავნის. ის აგზავნის ხალხს დიდი პრობლემებით, რომლებსაც ეს პრობლემები აქ მოაქვთ. მათ მოაქვთ ნარკოტიკები და დანაშაული. ისინი მოძალადეები არიან, თუმცა, რამდენიმე მათგანი, ალბათ, კარგი ადამიანია, მაგრამ მე მესაზღვრეებს ველაპარაკე და მათ მითხრეს, ვის ვიღებთ ქვეყანაში.

3. ყველა ქალი ჩემს შოუში The Apprentice ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მეფლირტავებოდა. ეს, სხვათა შორის, მოსალოდნელი იყო.

4. გლობალური დათბობის კონცეფცია ჩინელების მიერ არის მოგონილი იმისთვის, რომ ამერიკული წარმოება კონკურენტიანი გახადოს.

5. ძალიან ვაფასებ რომის პაპს. მომწონს მე ის. ეჭვგარეშეა, რომ ის სულ მეტად შედის პოლიტიკაში, მაგრამ მე ის მაინც კარგი ბიჭი მგონია.

6. არიანა ჰაფინგტონი („Huffington Post"-ის მთავარი რედაქტორი) ულამაზოა გარედანაც და შიგნიდანაც. მე მისი ყოფილი ქმრის სრულიად მესმის, რომელმაც ის მიატოვა და მამაკაცთან წავიდა. მან კარგი არჩევანი გააკეთა.

7. ქვეყანაზე არაფერი მიყვარს ისე, როგორც ქალები, მაგრამ ისინი საერთოდ არ არიან ისეთები, როგორსაც წარმოიდგენენ. ისინი მამაკაცებზე უარესები არიან და მეტად აგრესიულებიც.

8. როცა მამაკაცი მიდის ქალისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალგაზრდა სხეულისკენ არ გაქცეულა - მოსახლეობის 50% მიტოვებულ ქალს შეიყვარებს.

9. ჩემი აზრით, ორი „საზოგადოებაა". არის ნამდვილი საზოგადოება და არის ნიუ-იორკის მძ... საზოგადოება. ნამდვილ საზოგადოებას ყოველთვის უყვარდა დონალდ ტრამპი. ნამდვილი საზოგადოება ხედავს, რომ ტრამპი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს გამშავებელთა კომპანიას.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი