logo_geo
„კარვის გაშლა და ლეიბის დაგებაც შეუძლია მოქალაქეს“ - პროტესტის გამოხატვის რა უფლებები გააჩნია საქართველოს მოსახლეობას?
- +

10 იანვარი. 2017. 12:45


 

„კარვის გაშლა და ლეიბის დაგებაც შეუძლია მოქალაქეს, თუ არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. საინტერესოა, პროტესტის გამოხატვის რა უფლებები გააჩნია საქართველოს მოსახლეობას?

 

„მოქალაქეს შეუძლია დაჯდეს მთავრობის სახლის წინ, ოღონდ არანაკლებ 20 მეტრის დაშორებით, რათა არ მოხდეს შენობის ბლოკირება ან იქ მიმდინარე საქმიანობის შეფერხება.

 

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროს, კანონმდებლობით არ არის აკრძალული ქოლგის ან ცელოფნის პარკის დაფარება.

 

კარვის გაშლა და ლეიბის დაგებაც შეუძლია მოქალაქეს, თუ არ ირღვევა სხვა პირთა, მაგალითად, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების კანონით დაცული უფლება", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი