logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: კითხვას პასუხი უნდა გაეცეს!
- +

10 იანვარი. 2017. 12:45


 

 

„მე, მოქალაქეს, რომელიც ძალიან კარგად ვერკვევი ტელევიზიაში, მაქვს კითხვა, სად წავიდა 150 მილიონი?! თუ ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, 150 მილიონის რამეს ვნახავთ გაკეთებულს, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რაში დახარჯა მაუწყებელმა 150 მილიონი.


„თანამშრომლების დიდი ნაწილი პროფკავშირებში არის გაერთიანებული და მენეჯმენტისგან სამუშაო პირობების შექმნას ითხოვს. შენობა ავარიულია და ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტელევიზია თავისი ბიუჯეტიდან  ისტუმრებდა ნაციონალი მმართველების მიერ დატოვებულ ვალებს, ძალიან მნიშვნელვანია გაიგოს საზოგადოებამ, ამ ოთხ წელიწადში, ასეთ ღარიბ ქვეყანაში 150 მილიონი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რაში დახარჯა?

 

მე, მოქალაქეს, რომელიც ძალიან კარგად ვერკვევი ტელევიზიაში, მაქვს კითხვა, სად წავიდა 150 მილიონი?! თუ ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, 150 მილიონის რამეს ვნახავთ გაკეთებულს, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, თუ არადა, მაშინ პასუხი აგოს ხალხმა, ვინც არასწორად განკარგა ეს ფული. სანამ არ მივიღებ პასუხს, ამ კითხვას ყოველთვის დავსვამ. არა მგონია, ხელისუფლებაში იყოს ვინმე, ვისაც არა აქვს სურვილი, ჩემს შეკითხვას პასუხი გაეცეს, ჰოდა გაეცეს!" - განაცხადა ინტერვიუში კოკა ყანდიაშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი