logo_geo
როგორ გაარევოლუციონერეს ეროსი კიწმარიშვილი? - ვალერი ხაბურძანიას განცხადება
- +

10 იანვარი. 2017. 12:47



უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ვალერი ხაბურძანიამ შალვა რამიშვილის ინტერნეტ-გადაცემა „პიანი ბაზარში" ეროსი კიწმარიშვილის გარევოლუვიონერების ამბავი გაიხსენა.


„ეროსი ითხოვდა მილიონ ნახევრიდან ორ მილიონამდე თანხას და „ოერტეს" სიხშირეს. იყო შევარდნაძეს რეზოლუცია, რომ ეს სიხშირე ექპერიმენტის სახით, დროებით გადასცემოდა ეროსის, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფერში ჩაერთო სხვა ტელევიზიის ერთ-ერთი მფლობელი. ბანკები დააჯერეს, რომ ეროსისითვის სესხი არ მიეცათ. ნუ მას რაღაც ვალები ჰქონდა, ის უნდა დაეფარა და დანარჩენი თანხაც „ოერტეს" ხაზისთვის სჭირდებოდა. მაშინ ხომ „რუსთავი 2" მთლიანად საქართველოს არ მოიცავდა და მთავარი „ოერტე" იყო. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო, ეს ყველაფერი 2002 წელს ხდება. მოლაპარაკებები ეროსისთან და ავთო ჯორბენაძესთან მიდიოდა. ეროსი ამბობდა, მე ნეიტრალურ პოზიციას დავიჭერ, ისე კი არ იყო ნეიტრალურის დამჭერი კაცი, თუმცა, მასთან რაღაცის მოთხოვნის საფუძველი ჩნდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ გარიგებაზე წავიდოდნენ. შეპირდნენ, ფაქტობრვად, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. მე წერილიც კი ვნახე რეზოლუციით. ფულიც უნდა მიეცათ, ფულის შეგროვება შევარდნაძემ ჯორბენაძეს დაავალა, რომელმაც ვერ მოიძია თანხა. გაგიკვირდებათ და ლოკომოტივის სტადიონი ვერ შეავსეს, რადგან ფული არავინ მიიტანა", - განაცხადა ხაბურძანიამ.

 



 

big_banner
არქივი