logo_geo
მამუკა არეშიძე: უგულავამ პირველმა ესროლა სააკაშვილს ქვა
- +

10 იანვარი. 2017. 13:11




„ის პირები, რომლებიც „ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისგმებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო", - ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


მისი თქმით, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობაში" შექმნილი სიტუაციის მომხრე არ იყო, თუმცა გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის უკან სწორედ, თბილისის ყოფილი მერი დგას.


„უგულავამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის ლიდერობას მხარს აღარ უჭერს. საერთოდ უნდა ითქვას, ის პირები, რომლებიც „ნაცმოძრაობას"წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისმგებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო და ამით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მეტიც, ქვეყნის მოქალაქეობაზეც კი თქვა უარი. შესაბამისად, „ნაცმოძრაობაში" არა ერთი და ორი სააკაშვილის უკრაინიდან გაცემული ბრძანებებით თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. სხვათა შორის, გაიხსენეთ, სწორედ უგულავას წერილით დაიწყო დაპირისპირების ესკალაცია „ნაციონალურ მოძრაობაში", იკითხებოდა, რომ გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის აქტიურობის უკან უგულავა იდგა. სწორედ მან პირველმა ესროლა სააკაშვილს ქვა. სასამართლო პროცესზე უგულავამ ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა და ციხიდან გამართლებული კი არა, სასჯელმოხდილი გამოვიდა. მართალია, ციხის კართან ბევრი ილაპარაკა პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა... უგულავა პოლიტპატიმარი არ არის!

 

უგულავას ნაბიჯები ჯერ კიდევ ციხიდან მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იმ მიმართულებით ვითარდება, რაც „ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის ინტერესებს ემთხვევა, ანუ „ნაცმოძრაობის" დაშლისკენ", - განაცხადა არეშიძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი