logo_geo
რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმინდესის პირადი ექიმი ცისანა შარტავა
- +

10 იანვარი. 2017. 13:29




უკვე თექვსმეტი წელია, ცისანა შარტავა პატრიარქის პირადი ექიმია და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწორედ ის უწევს ორგანიზებას.


ცისანა შარტავა12 წლის წინ, საპატრიარქომდე დიდმა ტრაგედიამ მიიყვანა. 1992 წელს 27 სექტემბერს, სეპარატისტემა მისი ძმა საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა დახვრიტეს. მაშინ ოჯახს განსაკუთრებული თანადგომა პატრიარქმა გამოუცხადა და რაც მთავარია, ეკლესიამ ბილიკი გაუკვალა.


როგორც ჟურნალი „თბილისელები" წერს, ცისანა შარტავა ერის სულიერი მამის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, ბუნებრივია, დღესაც აქტუალურია. ცისანა შარტავა ბევრი სასწაულის მომსწრე გამხდარა. ამის შესახებ მან „თბილისელებთან" ისაუბრა.

 

„ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრე გავმხდარვარ. მათ შორის ჩემი ოჯახის ისტორიაცაა. ძმის დახვრეტის შემდეგ, მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით. არ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი მშობლების მდგომარეობა. უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ, სასწაული მოხდა. მან ისე აუხსნა მშობლებს ჩემი ძმის გარდაცვალების სულიერი ასპექტები, რომ მათი ცხოვრების სატანჯველი იმედმა შეცვალა. ამ გრძნობით მათ ტრაგედიის შემდეგ 15 წელი იცოცხლეს. პატრიარქის დამსახურებით, ეს წლები დედა ყოველთვის გრძნობდა, რომ შვილი მის გვერდით იყო. უწმინდესმა ამდენი წლის სიცოცხლე აჩუქა ჩემს მშობლებს და მთელ ოჯახს სულიერი სიმშვიდე მოგვიტანა. რაც მთავარია, ტაძრისკენ გაგვიკვალა ბილიკი.

 

გარდა ამისა, მახსენდება უამრავი ფიზიკურად განკურნებული ადამიანი. ჩემთვის უდიდესი სასწაული იყო ავადმყოფების ისტორია, რომელთაც აუცილებელი და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდათ, მაგრამ უწმინდესთან რწმენით მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდებოდა, რომ ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, დაამარცხეს დაავადება. მასთან მოსული უშვილო ოჯახები, პატრიარქის ლოცვის ძალით, მშობლები ხდებიან და ეს უდიდესი სასწაულია, ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა, ეს მხოლოდ წარსულის ისტორიები არაა, დღესაც ასე გრძელდება. მსგავს ფაქტებს ყოველდღე ვუყურებ და ვუსმენ", - ამბობს ცისანა შარტავა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი