logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: დღეს ხელისუფლების გავლენისგან ნებისმიერი მედია თავისუფალია!
- +

10 იანვარი. 2017. 15:14



„საზოგადოებრივი მაუწყებელი რა დღეშიც არის, ყველამ ვიცით, აღარაფერს ვამბობ „რუსთავი 2"-ზე, რომელიც კერძო პარტიული ტელევიზიაა", - განაცხადა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა და ტელევიზიებზე ისაუბრა. მისი თქმით, მათში არსებული მდგომარეობა აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რასაც მათგან ბაზარი ითხოვდა.

 

„ტელევიზიებთან დაკავშირებით ლოგიკურად ვითარდება მოვლენები. აქამდე არსებული მდგომარეობა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ რეალობას, რასაც ბაზარი ითხოვდა. ბევრი დაქუცმაცებული ტელევიზია იყო. მაგალითად, „მაესტრო" ვერ შეინახავდა საკუთარ თავს, „იმედს" გაუჭირდებოდა მხოლოდ ერთი არხის მეშვეობით მაუწყებლობა, „ჯიდიესი" თავიდან ბოლომდე ხელოვნურად იყო შექმნილი და ვერანაირ როლს ვერ ასრულებდა...

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი რა დღეშიც არის, ყველამ ვიცით, აღარაფერს ვამბობ „რუსთავი 2"-ზე, რომელიც კერძო პარტიული ტელევიზიაა და ძველი მაყურებელი ჰყავს შემორჩენილი. დიდი ანონსი არ უნდოდა იმას, რომ, ადრე თუ გვიან, ამ თემების დალაგებას მეპატრონეებს ბაზარი აიძულებდათ.

 

მნიშვნელვანია, რას გადაწყვეტს სასამართლო „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ფორმით „რუსთავი 2"-ც დაიშლება. ქვეყანაში ორი-სამი ტელევიზია იქნება, რომელიც იმუშავებს და თავს შეინახავს", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

 

„დარწმუნებული ვარ, დღეს ხელისუფლების გავლენისგან ნებისმიერი მედია თავისუფალია", - განაცხადა ყანდიაშვილმა და დასძინა, რომ ტელეკომპანიების გაერთიანება და მათ შორის ურთიერთობების დალაგების გადაწყვეტა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროცესში ხელისუფლებაა ჩარეული.


„თუ სამმა კერძო ტელეკომპანიამ გაერთიანება და ერთმანეთში ურთიერთობის დალაგება გადაწყვიტა, თურმე, ამაში აუცილებლად ხელისუფლებაა ჩარეული. დარწმუნებული ვარ, დღეს ხელისუფლების გავლენისგან ნებისმიერი მედია თავისუფალია. მაშინვე ეტყობა იმ მედიასაშუალებას, რომელიც ხელისუფლებისგან იმართება - ხალხის ნდობას კარგავს!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი