logo_geo
ჩარლზ ბუკოვსკის რჩევები ახალგაზრდებს
- +

6 სექტემბერი. 2018. 22:07

 

ჩარლზ ბუკოვსკის ათი რჩევა ახალგაზრდებს:

 

  1. ნუ დასჯერდები მინიმუმს;

 

მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი.

 

  1. გიყვარდეს საკუთარი თავი;

 

არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი.

 

  1. იცხოვრე სავსე ცხოვრებით;

 

საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს გიჟდება, წარმომიდგენია, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.

 

  1. ნუ შეგეშინდება ტკივილის, მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოსცდი;

 

უნდა მოკვდე რამდენჯერმე, იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო.

 

  1. იყავი ის, რაც ხარ და კომპლექსების გარეშე გამოხატე საკუთარი თავი;

 

უმჯობესია გააკეთო მოსაწყენი რაღაცები საკუთარი სტილით, ვიდრე სახიფათო – სტილის გარეშე.

 

  1. უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია;

 

ზოგჯერ, როცა საწოლიდან დგები და გარეთ გასვლას აპირებ, ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ მერე გახსენდება რამდენჯერ გიფიქრია მსგავსი რამ და გეცინება.

 

  1. ნუ შეგეშინდება სიკვდილის;

 

სიკვდილი ჩემს მარცხენა ჯიბეში მიდევს. ზოგჯერ ამომაქვს და ველაპარაკები: გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? როდის უნდა მესტუმრო? მზად ვიქნები.

 

  1. გქონდეს თვითრწმენა;

 

სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე.

 

  1. ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;

 

ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ უნდა გაატარო.

 

  1. მარტოობაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს.

 

big_banner
არქივი