logo_geo
„ამბობდა თუ შვილის დაბადების სიხარულს გავუძელი, მერე აღარაფერი მიჭირსო“
- +

10 იანვარი. 2017. 23:50



ქორეოგრაფ დათუნიკა სხირტლაძის მეგობარი დავით ნატმელაძე გარდაცვლილ მოცეკვავეს ძალიან ემოციურ ადამიანად ახასიათებს. როგორც ნატმელაძე „თბლისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, დათუნიკა შვილის დაბადებას განსაკუთრებულად ელოდა.


„გული აწუხებდა, მაგრამ მანამდე ასე მოულოდნელად ცუდად არ გამხდარა. ამბობდა თუ შვილის გაჩენის სიხარულს გავუძელი, მერე აღარაფერი მიჭირსო. სამწუხაროდ, ვერ მოესწრო... ეს მისი პირველი შვილია ამ ასაკში. ოთხი თვის ფეხმძიმე იყო მისი მეუღლე, თბილისიდან რომ მოვდიოდით, გორის ავტობანზე ვიყავით და დაურეკეს, ექოსკოპიის პასუხი უთხრეს. გახარებულმა, რომ იყვირა ბიჭიაო, ნახევარი საათით ვაწყნარებდი. საერთოდ სასწაულად ემოციური კაცი იყო. სიხარულსა და მწუხარებას განსაკუთრებით გამოხატავდა. შვილის ამბავი, რომ გაიგო ვერაფრით დავაწყნარეთ, როგორც კი გაიგო ბიჭიაოო მაშინვე თქვა თევდორეს - მამაჩემის სახელს დავარქმევო და დაარქვეს კიდეც თევდორე-დათო. ღვთის წყალობით კარგად არიან", - ამბობს დავით ნატმელაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი