logo_geo
„ზუზუს გული თურმე ძალიან ცუდად ჰქონდა, მე მიმალავდა...“ - მსახიობის დედა
- +

13 სექტემბერი. 2018. 00:37

 

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედამ „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში შვილის შესახებ ისაუბრა. ციალა ბეჟაშვილის მონაყოლით, ზუზუ ბინის პრობლემების გამო ნერვიულობდა, რის გამოც ბოლო პერიოდში გულიც აწუხებდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებზე მასთან არ საუბრობდა.

 

„მე მიფრთხილდებოდა და თურმე თვითონ გული აწუხებდა. პირველად ჩემს ამხანაგთან გამხდარა ცუდად, სასწრაფო რომ გამოუძახიათ, ექიმს უთქვამს, გულს მიხედეო, ძალიან ცუდ მდგომარეობაშიაო, თუმცა, ჩემთვის არაფერი უთქვამს.

 

ისე მიყვებოდა ყველაფერს, დაჯდებოდა, დილის 5 საათამდე ვისხედით, ვსაუბრობდით. ვერ წარმომიდგენია, რომ არ მოვა და ჯერ ისევ არ მჯერა ეს ყველაფერი. ბრწყინვალე მეგობარი იყო, არაჩვეულებრივი შვილი. მე ასეთი პიროვნება ჯერ არ მინახავს“, – განაცხადა ციალა ბეჟაშვილმა.

 

წამყვანის კითხვაზე, თუ ახლა სად ცხოვრობს, ციალა ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ზაზა ბენდელიანის ქუჩაზე, სადაც ქირის გარეშე დროებით შეუშვეს. მისივე თქმით, საცხოვრებელთან დაკავშირებით არის დაპირებები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი