logo_geo
პეტრე მამრაძე: ერთხელაც გარისკოს ამ პათოლოგიურმა ლაჩარმა და საქართველოში ჩამოვიდეს!
- +

11 იანვარი. 2017. 13:03


 

 

„ახლა კი სააკაშვილის ჩამოსვლას რაც შეეხება, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის ამის გამკეთებელი არის, ოღონდ თუ დაიჯერა, რომ აეროპორტში მას, სულ ცოტა 400-500 ათასი კაცი მაინც დახვდება", - განაცხადა „ობიექტივის" ეთერში „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს და ამიტომ მისი ჩამოსვლა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და აღმშენებლობისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ბატონი პეტრე იმ ადამიანთა შორისაა, რომლებიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მომხრენი არიან.


„სააკაშვილის გორში გაქცევა და სხვა ეპიზოდები ყველას გვახსოვს და ვისურვებდი, რომ ერთხელაც გარისკოს ამ პათოლოგიურმა ლაჩარმა და საქართველოში ჩამოვიდეს.  მისი სასამართლოზე გამოცხადება საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის აღმშენებლობას სჭირდება. მისი ფსიქოპატიური ცნობიერებიდან გამომდინარე, მასზე არანაირი ზეწოლა არ იქნება საჭირო. სააკაშვილი ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს, როგორც მის მიერ ჩადენილი, ასევე მისგან დავალებული საქმეების ირგვლივ. სწორედ ამიტომ, ეს იქნება უაღრესად ძვირფასი მასალა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, მე მათ შორის ვარ, ვინც მომხრეა რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს.

 

ახლა კი მის ჩამოსვლას რაც შეეხება, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის ამის გამკეთებელი არის, ოღონდ თუ დაიჯერა, რომ აეროპორტში მას, სულ ცოტა 400-500 ათასი კაცი მაინც დახვდება, რომლებიც ხელში აყვანილს დააბრძანებენ პირველი პირის ადგილზე. ეს ტყუილი იქნება თუ მართალი, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ მსგავსი მარაზმატული ფანტაზიები მას დღესაც აწუხებს. მისი ფსიქიკის თავისებურება კი ის გახლავთ, რომ მსგავსი სიტუაციის გაფიქრებიდან ზუსტად ხუთ წუთში, სრულიად პანიკურ რეჟიმში შეიძლება გადავიდეს. მსგავსი პანიკის შემდეგ კი შეიძლება თავი ისევ ნახევარი მსოფლიოს მმართველი ეგონოს. მსგავსი რამ მისი ფსიქიკის მქონე ადამიანს ახასიათებს.  

 

მიხეილ სააკაშვილი მძიმე შემთხვევაა, მაგრამ რაოდენ საინტერესოა, რომ ეს მძიმე შემთხვევა მთელი ამომრჩევლის, დაახლოებით 14%-ს ინარჩუნებს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.  

 

 


 

big_banner
არქივი