logo_geo
მარინა კახიანი: გადმოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის…
- +

11 იანვარი. 2017. 13:04


 



„ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა", - ამის შესახებ მსახიობმა მარინა კახიანმან ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.


მისი თქმით, ჭორი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დაფინანსება შეუწყვიტა ყოველ წელს ვრცელდება.


„გადმოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ადრე ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული გვქონდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომელთაც სხვა პროფესია არა გვაქვს, გვერდით დაგვიდგა.

 

თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!", - განაცხადა მარინა კახიანმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი