logo_geo
ანი მიროტაძე: ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით პოლიტიკაში!
- +

11 იანვარი. 2017. 13:09


 



„მე ვრჩები პარტიაში და ვაპირებ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას", - ეს განცხადება „ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას გააკეთა.


როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ახლა მას გვერდით ჰყავს ძალიან ერთგული და გამოცდილი თანამებრძოლი, ამიტომაც ის კვლავ იქნება აქტიური საზოგადოებრივ ასპარეზზე.


„ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით პოლიტიკაში და იმაზე აქტიურად, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. ჩემი უმუშევრობა მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, ახლა ალბათ, ამაზე კარგ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, რომ ეს ტაიმაუტი პირადი ცხოვრებისათვის დამეთმო. პატარა არ ვარ, ჩემი გადატვირთული და აქტიური რეჟიმის გამო, პირადი ცხოვრებისთვის აქამდე ვერ მოვიცალე. ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკურმა ტაიმაუტმა კარგი პირადი სიახლე მომიტანა,რაც ძალიან მომწონს. ეს ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა, მაქვს ძალიან ბევრი გეგმა და საზოგადოებრივ ასპარეზზეც ვიქნები ძალიან აქტიური. ახლა უკვე მყავს ძალიან ერთგული და გამოცდილი თანამებრძოლი. დათო არა მხოლოდ მეუღლე, კარგი მეგობარი და ერთგული თანამოაზრეა, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მისი თანადგომის იმედი ყოველთვის მექნება, რადგან ყველაზე რთულ ბრძოლაში გამოცდილი ადამიანია", განაცხადა მიროტაძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი